თემურ შაშიაშვილი: ლუკაშენკოს საქართველოსთან ურთიერთობები სურს

პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ბელარუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოსთან ურთიერთობა სურს.შაშიაშვილმა ეს ,,სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ საუბრისას განაცხადა.
შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკოს ნაკლებად აინტერესებს, რა შეფასებები მოჰყვება მის ვიზიტს როგორც მოსკოვის, ისე დასავლეთის მხრიდან.
„ლუკაშენკოს არ აინტერესებს, როგორ შეხედავენ მის ვიზიტს მოსკოვში, ან ვაშინგტონში, მას უნდა ურთიერთობები საქართველოსთან“, – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
წყარო: http://www.newspress.ge/politika/65699-themur-shashiashvili-lukashenkos-saqarthvelosthan-urthierthobebi-surs.html
Facebook Comments



