(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: ქვეყანა პრაქტიკულად, ამერიკის ელჩების მიერ იმართება

ქვეყანა პრაქტიკულად, ამერიკის ელჩების მიერ იმართება. ეს კეთდება იმდენად გონივრულად, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვის საფუძველს არ უტოვებენ“ – ასე გამოეხმაურა„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას.

„ ეჭვი არ მეპარება, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაც ამერიკელებისაა და პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების იდეაც ამერიკელებისგან მოდის. ღარიბაშვილის წარდგენა საბოლოოდ დამტკიცდება, მაგრამ მარგველაშვილის ფიგურას (ამერიკელთა მთავარ კადრს) ხალხის თვალში მეტი ავტორიტეტი შეექმნება. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის მათი მთავარი ამოცანა და თავდაცვის სამინისტროსაც სათავეში მათი ერთგული კადრი ჩაუდგება. ამას ქვია ქვეყნის გარე ძალთა წაუგებელი თამაში და ჩვენი კაპიტულანტური პოლიტიკა, რომლის შედეგია ის, რომ ქართული პოლიტიკა იმართება ამერიკისგან, ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად რუსეთის ხელშია. ეს ორი ქვეყანა კარგად ვაჭრობს პოლიტიკურად ერთმანეთში საქართველოთი, ჩვენი საქმე კი უკან და უკან მიდის…

დამაფიქრებელია, რომ მიუხედავად იმისა,  ამერიკის ასევე რუსეთის სახელისუფლებო წრეებში იციან, რომ მათ მოქმედებათა გამო, საქართველოში ძლიერდება როგორც ანტირუსული, განსაკუთრებით კი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ისინი მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე. ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის მთავარია, არა ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის განწყობა, არამედ ის, რომ ჰყავდეთ მათი ინტერესების გამომხატველი მარიონეტი ხელისუფლება.” – აცხადებს შაშიაშვილი.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=28572

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *