(geonews.ge)ამას ჰქვია ქვეყნის გარე ძალთა წაუგებელი თამაში და ჩვენი კაპიტულანტური პოლიტიკა – თემურ შაშიაშვილი

ქვეყანა, პრაქტიკულად, ამერიკის ელჩების მიერ იმართება. ეს კეთდება იმდენად გონივრულად, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვის საფუძველს არ უტოვებენ, – აცხადებს  „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი  პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს ახალი მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით.

„ეჭვი არ მეპარება, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაც ამერიკელებისაა და პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების იდეაც ამერიკელებისგან მოდის. ღარიბაშვილის წარდგენა საბოლოოდ დამტკიცდება, მაგრამ მარგველაშვილის ფიგურას (ამერიკელთა მთავარ კადრს) ხალხის თვალში მეტი ავტორიტეტი შეექმნება. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის მათი მთავარი ამოცანა და თავდაცვის სამინისტროსაც სათავეში მათი ერთგული კადრი ჩაუდგება. ამას ჰქვია ქვეყნის გარე ძალთა წაუგებელი თამაში და ჩვენი  კაპიტულანტური პოლიტიკა, რომლის შედეგია ის, რომ ქართული პოლიტიკა იმართება ამერიკისგან, ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად რუსეთის ხელშია. ეს ორი ქვეყანა კარგად ვაჭრობს პოლიტიკურად ერთმანეთში საქართველოთი, ჩვენი საქმე კი უკან და უკან მიდის“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, დამაფიქრებელია, რომ მიუხედავად იმისა, ამერიკის ასევე რუსეთის სახელიუფლებო წრეებში იციან, რომ მათ მოქმედებათა გამო, საქართველოში ძლიერდება როგორც ანტირუსული, განსაკუთრებით კი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ისინი მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე. ეს კი ნიშნავს რომ მათთვის მთავარია არა ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის განწყობა, არამედ ის, რომ ჰყავდეთ მათი ინტერესების გამომხატველი მარიონეტი ხელისუფლება.

წყარო:  http://geonews.ge/category/8/politics/news/211477/shashiashvili_axali_mtavroba_tavdacvis_ministri_prezidenti.html
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *