(ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: ქვეყანა პრაქტიკულად, ამერიკის ელჩების მიერ იმართება

1445პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქვეყანა პრაქტიკულად, ამერიკის ელჩების მიერ იმართება და ეს კეთდება იმდენად გონივრულად, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვის საფუძველს არ უტოვებენ.შაშიაშვილმა ეს კომენტარი, პრემიერ – მინისტრის მიერ დღეს, ახალი მთავრობის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

შაშიაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაც ამერიკელებისაა და პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების იდეაც ამერიკელებისგან მოდის.

„ღარიბაშვილის წარდგენა საბოლოოდ დამტკიცდება, მაგრამ მარგველაშვილის ფიგურას (ამერიკელთა მთავარ კადრს) ხალხის თვალში მეტი ავტორიტეტი შეექმნება. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის მათი მთავარი ამოცანა და თავდაცვის სამინისტროსაც სათავეში მათი ერთგული კადრი ჩაუდგება. ამას ჰქვია ქვეყნის გარე ძალთა წაუგებელი თამაში და ჩვენი კაპიტულანტური პოლიტიკა, რომლის შედეგია ის, რომ ქართული პოლიტიკა იმართება ამერიკისგან, ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად რუსეთის ხელშია. ეს ორი ქვეყანა კარგად ვაჭრობს პოლიტიკურად ერთმანეთში საქართველოთი, ჩვენი საქმე კი უკან და უკან მიდის“,-აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის თქმითვე, მიუხედავად იმისა, ამერიკის ასევე, რუსეთის სახელიუფლებო წრეებში იციან, რომ მათ მოქმედებათა გამო, საქართველოში ძლიერდება როგორც ანტირუსული, ასევე, ანსაკუთრებით ანტიამერიკული განწყობა, ისინი მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე, ეს კი ნიშნავს რომ მათთვის მთავარია არა ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის განწყობა, არამედ ის, რომ ჰყავდეთ მათი ინტერესების გამომხატველი მარიონეტი ხელისუფლება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *