(newpress.ge)თემურ შაშიაშვილი: “საპატიო ქუთაისელის” სტატუსმა აზრი დაკარგა”

 

1445ქუთაისის   ექსმერი და იმერეთის ყოფილი გუბერნატორი  „საპატიო ქუთაისელის“ სტატუსის მინიჭების საკითხს ეხმიანება. ამ სტატუსის მინიჭება  გასული საუკუნის 90–იანი წლების პირველ ნახევარში ქუთაისის მერად მისი ყოფნის დროს განახლდა.  როგორც თემურ შაშიაშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, ამისათვის სპეციალური დებულებაც შეიმუშავეს, რომ  საპატიო სტატუსი იმ ადამიანებს მინიჭებოდათ, ვინც ქალაქის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.  “ჩვენ შევადგინეთ დებულება, თუ ვის უნდა მინიჭებოდა ეს სტატუსი. ვინც საპატიო ქუთაისელის წოდებას მიიღებდა, მთელი ქუთაისისათვის აღიარებული ადამიანი უნდა ყოფილიყო. ასეთები იყვნენ ოთარ ქანდარია, ზურაბ კუხიანიძე,  ლილი ნუცუბიძე, ანზორ ხერხაძე, ერემო სვანაძე და მრავალი სხვა. ქუთაისის საპატიო მოქალაქე იყო რეზო ჩხეიძე.  როდესაც აღმაშენებლის ძეგლი დაიდგა ქუთაისში, მაშინ  დავდგით ოთარ სულაბერიძის, “მეობას” ბიუსტი.  ეს იყო ხაზგასმა იმისა, რომ საპატიო ქუთაისელია ის, ვინც ქმნის ქუთაისის ისტორიას. მაშინ კანდიდატურების გამოცხადება ხდებოდა გელათში, შემდეგ მიღება იმართებოდა სამეფო კომპლექსში“, –იხსენებს თემურ შაშიაშვილი. მისი თქმით,  ამ სტატუსის მქონე ადამიანები  გარკვეულ  შეღავათებთან ერთად ყოველთვიური ასლარიანი ხელფასით სარგებლობდნენ.

„ახლა ისეთ ხალხს მიანიჭეს „საპატიო ქუთაისელობა“, რომ, საერთოდ , დაკარგა აზრი ამ სტატუსმა.   როგორც ჩანს,  ვიღაცეები ხელმოწერების შეგროვებით ცდილობენ ამ სტატუსის მიღებას, ხოლო ვისაც ეკუთვნის ის, ისინი  ვერ იღებენ“, –აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

ქუთაისის ყოფილი მერი, ვის სახელსაც ქუთაისში მრავალი სასიკეთო საქმის წამოწყება უკავშირდება, თავად ამ სტატუსის გარეშეა.

http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=6352

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *