(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ!

a1212ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით პარტია “თეთრების” პოლიტიკური საბჭო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად ვავრცელებთ: 

პარტია „თეთრების” პოლიტიკური საბჭო უერთდება ფაშიზმზე მსოფლიოს პროგრესულიკაცობრიობის გამარჯვების 70 წლისთავის დღესასწაულს.  სიამაყით აღნიშნავს, რომ ამ საქმეშიქართველთა დიდი წვლილია. სამართლიანია და ნიშანდობლივი, რომ ამ დღეებში (ჩვენგანგანსხვავებით) ყველგან და განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში ხაზგასმით იკვეთებასტალინის როლის თაობაზე, რომ მან შეძლო იმდროინდელ დიდი მოღვაწეებთან და უდიდესსახელმწიფოთა ხელმძღვანელებთან: რუზველტთან, ჩერჩილთან, დე გოლთან მჭიდრო კონტაქტებისდამყარება, რამაც შესაძლებელი გახადა მეორე ფრონტის გახსნა და ფაშიზმის დამარცხებაც.

საამაყოა, რომ ერთ-ერთი ვინც გამარჯვების დროშა აღმაღთა რაიხსტაგზე, იყო ქართველი მელიტონქანთარია.

ქედს ვიხრით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა სიცოცხლის ფასადაც მოვიდა ეს გამარჯვება და მადლიერნი ვართ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მიმართ.  ვთვლით, რომ მათდამი და იმოჯახებისადმი, რომელთა წევრები შეეწირნენ მეორე მსოფლიო ომს, ისეთივე პატივისცემითიდამოკიდებულება უნდა იყოს, როგორიც სხვა ქვეყნებშია.

სამწუხაროა, რომ უბადრუკ პოლიტიკოსთა და მათ მიერ დაშინებულ ხელისუფალთა გამოთავდახრილად ვჩანვართ იქ, სადაც სიამაყით თავაწეულნი უნდა ვიდგეთ. შთაბეჭდილება გვრჩება,სწორედ ამის გამო, პროგრესული კაცობრიობის ეს დიდი დღესასწაული ყველაზე ნაკლებად ჩვენთანაღინიშნება”– აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=64409

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *