(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლება ქურდული პრინციპით მოქმედებს

1445პარტია ,,თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ვერც ახალი მთავრობის დანიშვნა და ვერც ვადამდელი არჩევნები ვერ გამოასწორებს და მთავარი, სისტემური ცვლილებებია.

შაშიაშვილმა ეს, გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სისტემური ცვლილებების გარეშე მომავალი არ აქვს.

,,ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში მთავრობას სამჯერ დასჭირდა ნდობის მიღება, ეჭვქვეშ აყენებს ამ გუნდს და მთელ შემადგენლობას. ვერც მთავრობის გადადგომა, ვერც ახალი მთავრობა და ვერც ვადამდელი არჩევნები სიტუაციას ვერ შეცვლის. ქვეყანას სჭირდება სისტემური ცვლილებები, რისი პოლიტიკური ნებაც არ აღმოაჩნდა არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც ივანიშვილს“,-განაცხადა შაშიაშვილმა.

ამასთან, შაშიაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ქურდული პრონციპით მოქმედებს.

,,ქვეყანა იმართება ქუჩით, ქუჩის პოლიტიკოსებით და ქუჩას ხელისუფლებაში რადიკალები მოჰყავს. რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი?! ყველაფერი ფიქციაა. ქვეყანა იმართება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში შემუშავებული წესებით. ეს ქურდების კანონია. ხელისუფლება ქურდული პრონციპით მოქმედებს“,- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

წყარო: http://www.newspress.ge/presis-mimokhilva/66838-themur-shashiashvili-khelisufleba-qurduli-proncipith-moqmedebs.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *