(REPORTIORI.GE)თემურ შაშიაშვილი: დამოუკიდებელ საქართველოში „მერე რა“ გაბატონდა!

 

1445დამოუკიდებელ საქართველოში „მერე რა” გაბატონდა, დამარცხებისა და მონობის ფორმულად ხვალკი 26 მაისია… „ – ნათქვამია „თეთრების” ლიდერის, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების აქტიური მონაწილის, თვითმხილველისა და ერთ-ერთი დაზარალებულის,   თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.  

ჯერ შევარდნაძისა და „მოქკავშირ –აღორძინების” ათწლიანმა, შემდეგ კი  მათი იდეურიმემკვიდრის, სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მმართველობის ათწლიანმა ეპოქამ  „მერე რა” ყველაუბედურებათა გამამართლებელ ფორმულად აქცია: პირტიტველა ბიჭების დახოცვიდან დაწყებული, ომის დროს  მთავარსარდლის გორში მიწაზე ფორთხვით გაგრძელებული, ქართულმართლმადიდებელ ეკლესიაზე, ქართულ ცნობიერებასა და ტრადიციაზე  შეტევით დამთავრებული.

სამწუხაროდ, „ნაციონალების” ეპოქის ეს დამანგრეველი ფორმულა  კიდევ უფრო ძლევამოსილიგახდა „ქართული ოცნების” ეპოქაში.  „მერე რამ” შეგვაჩვია ხელისუფალთა მაღალ ხელფასებსხალხის გაღატაკების ფონზე. „მერე რა” – თი ვხსნით იმასაც, რომ თითქმის მთელი სახელისუფლოვერტიკალი „თავისუფლების ინსტიტუტიდან”,  სოროსის ფონდიდან და გარედან მართვადიპოლიტიკური ძალებიდან მოდის, სწორედ „მერე რა” – თი ვამართლებთ მთელი რიგი საერთაშორისოორგანიზაციების აგდებულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას საქართველოსადმი.

იმდენად მოგვწამლეს, რომ ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ეგუება და ამბობს,  „მერე რა”რომ  აბსოლუტურად ქვეყნის გარედან მართვადი, ძირითადად ანტიქართული განწყობის „რესპუბლიკური პარტია” იღებს მართვის სადავეებს ქვეყანაში. ტრაგედიაა, რასაც ქართული ჯარისუმაღლეს ეშელონებში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით ვითმენთ. ტრაგედია, სწორედ რომტრაგედიაა რომ ისტორიულად მებრძოლი სულის ქართულ ჯარს ჯერ მიწაზე მფორთხავიმთავარსარდალი, დღეს კი ანტიქართული სულის „თავისუფლების ინსტიტუტის” შემქმნელ-დამფუძნებლები უდგანან სათავეში.

სწორედ „მერე რა”-ს  შედეგი იყო როგორც  2008 წლის აგვისტოს ომი, ასევე  2011 წლის 26 მაისის  სასაკლაო.  ერთიც და მეორეც კარგად გამოიყენა ხელისუფლებაში მოსვლისთვის „ქართულმაოცნებამ” და მერე არათუ დაივიწყა, არამედ მათ ავტორებს ყველაფერი აპატია და სწორედ ის ხალხიდაგვსაჯა, ვინც ამ ველურებისა და ველურობის გამო სიკვდილს თვალებში ვუყურეთ” – ნათქვამია „თეთრების” ლიდერის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *