(sazogadoeba.ge)„თეთრები“ სხვა პოლიტიკურ პარტიებს მოქმედების მანიფესტში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

54პარტია „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო სრულად იზიარებს „ქართული ერთობის დარბაზის“ 26 მაისის განცხადებას -„ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს.

„თეთრების“ განცხადებით ისინი, სრულად იზიარებენ აზრს, რომ რადიკალიზმისა და დაპირისპირების დრო არ არის და მხოლოდ პოლიტიკურ ერთობას შეუძლია ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა.

„ჩვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისათვის, მძიმეა შეფასება, რომელიც პარტიებთან დაკავშირებით გაკეთდა ამ განცხადებაში. კერძოდ ის, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ მოსახლეობისა და უპირველესად ქართული ინტელიგენციის შეცდომად თვლის, რომ პარტიებს დავუთმეთ საქართველო, რაც ბოლო წლების ყველა უბედურების სათავე გახდა. მკვეთრია მაგრამ სწორია ეს შეფასება.

ჩვენ თავის დროზე შევუერთდით „მოქმედების მანიფესტს“ და იმ განწყობას რომელიც ქართული ერთობის კონგრესის გელათის 8 თებერვლის, თბლისის 9 მარტის და ბათუმის 27 მარტის სესიებზე გამოიკვეთა.ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეუერთდნენ ქართული ერთობის დარბაზის მირ შემუშავებულ „მოქმედების მანიფესტს“  და  26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებას, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ დღეს პოლიტიკური პარტიების მით უფრო ლანძღვა გინებით, რადიკალიზმითა და დაპირისპირებით სავსე პარტიების, დრო არ არის. დღეს მხოლოდ ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების, პროფესიონალების და პოლიტიკოსების  ერთობას შეუძლია ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის რეალური შეცვლა.

ჩვენ სრულად ვეთანხმებით „ქართული ერთობის დარბაზის“ პოზიციას, რომ რადიკალიზმი, ლანძღვა-გინება და დაპირისპირება სუსტების გზაა. რომ მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ თანამშრომლობა და ურთიერთობის ჰარმონიზაცია სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა და პოზიციების პირობებშიც კი“.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *