(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: აზროვნებით მეძავებში, საფრთხეს ვხედავ!

temპარტია „თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები ლგბტ საზოგადოების თემით სპეკულირებენ და სინამდვილეში, ამ თემის წინ წამოწევის დროს, ყველა მხოლოდ სკამზე ფიქრობს.

ამის შესახებ შაშიაშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში” განაცხადა:

„მე არ ვიცი ვის აქვს უფლება წართმეული. მგონია, რომ მათ იმაზე მეტი უფლებები აქვთ ვიდრე წარმოგვიდგენია. პრაქტიკულად დღეს, მთელი სატელევიზიო სივრცე უჭირავს ამ თემას, ეს არის მათი მიზანიც. სერიოზული დაფინანსება წამოვა.

 

ყველა პრეზიდენტი, რომლის ინაუგუირაციაც ხდება, ხელს ადებს ბიბლიას და ამბობს, რომ დავიცავ ბიბლიას. მაჩვენეთ ბიბლიაში ადგილი, სადაც საუბარი არის იმაზე, რასაც მეუბნებით, რომ მხარი უნდა დავუჭირო.

 საფრთხეს ლგბტ საზოგადოებაში ნაკლებად ვხედავ, საფრთხეს ვხედავ აზროვნებით მეძავებში! პოლიტიკოსები, რომლებიც ან მათ უჭერენ მხარს, ან ეწინააღმდეგებიან, ფიქრობენ სკამებზე.”-განაცხადა შაშიაშვილმა.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=65516

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *