(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: მიკვირს მათი, ვისაც სააკაშვილის საქციელი უკვირს…

 

1445მიკვირს მათი, ვისაც სააკაშვილის საქციელი უკვირს,” – ასეთ კომენტარს უკეთებს „თეთრების” ლიდერითემურ შაშიაშვილი სააკაშვილის მორიგ ნაბიჯს, რომელმაც ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„თეთრების” ლიდერისთვის მიუღებელია სააკაშვილისადმი ის ინტერესი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მედია ამჟღავნებენ.

  „სამარცხვინოა, რომ ქართული მედია გაჟღენთილია სააკაშვილით. მას ვითომ ებრძვიან,სინამდვილეში კი – სააკაშვილის საქმეს აკეთებენ. ცნობილი პოლიტიკოსი გენშერის გამოთქმაა,პოლიტიკოსზე რაც იწერება ყველაფერი კარგია, გარდა ნეკროლოგისა.

სააკაშვილი არ იცვლება. იყო და არის ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული. მის ყოველ ნაბიჯსსწორედ ეს ორი მოტივი წარმართავს. ასეთი კაცისგან კი არაფერია გასაკირი. ამერიკის კონსტიტუციისშემქმნელები ამერიკისათვის უმთავრესად თვლიდნენ,რომ კონსტიტუციურად ყოფილიყოშეუძლებელი ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულის  მისვლა. დღეს კიამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლებს ამერიკის გარეთ, მათთვისსტრატეგიულ ქვეყნებში (როგორიცაა სწორედ საქართველო და უკრაინა) სწორედ ასეთები აწყობთ –ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულნი. რადგან მათი მართვა ადვილია. სწორედ ამიტომპატრონობდნენ და პატრონობენ სააკაშვილსა და მის მსგავსთ.” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი მსგავსნი ბევრისთვის არიან საინტერესონი საქართველოშიც, განსაკუთრებით კი რადიკალებისთვის, ე.წ. ქუჩის პოლიტიკოსებისთვის.

 „თითქმის ყველა, ვისაც დღეს სააკაშვილის საქციელი უკვირს, პრეზიდენტით დაწყებული,თავდაცვის მინისტრით გაგრძელებული და რიგითი დეპუტატით თუ რიგითი „ნაციონალით”, „ოცნებელით” დამთავრებული  – დავალებულია სააკაშვილისაგან: ან მასთან დგომით, ან მისწინააღმდეგ ბრძოლით მიიღო ყველაფერი – თანამდებობაც და ქონებაც…”

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი და მისი მსგავსნი რადიკალიზმის მკვებავნი არიან, რაცპოლიტიკაში (და არა მარტო), სუსტთა გაბატონებას ნიშნავს ხელისუფლებაში. „ეს არის XXI საუკუნისფაშიზმი, რომელზეც გამარჯვების გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=67062

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *