(newsport.ge)მიკვირს მათი, ვისაც სააკაშვილის საქციელი უკვირს – თემურ შაშიაშვილი

 

779„მიკვირს მათი, ვისაც სააკაშვილის საქციელი უკვირს,“ – ასეთ კომენტარს უკეთებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის მორიგ ნაბიჯს, რომელმაც ქვეყანაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

„თეთრების“ ლიდერისთვის მიუღებელია სააკაშვილისადმი ის ინტერესი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მედია ამჟღავნებენ.

„სამარცხვინოა, რომ ქართული მედია გაჟღენთილია სააკაშვილით. მას ვითომ ებრძვიან, სინამდვილეში კი – სააკაშვილის საქმეს აკეთებენ. ცნობილი პოლიტიკოსი გენშერის გამოთქმაა, პოლიტიკოსზე რაც იწერება ყველაფერი კარგია, გარდა ნეკროლოგისა.

სააკაშვილი არ იცვლება. იყო და არის ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული. მის ყოველ ნაბიჯს სწორედ ეს ორი მოტივი წარმართავს. ასეთი კაცისგან კი არაფერია გასაკირი. ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელები ამერიკისათვის უმთავრესად თვლიდნენ,რომ კონსტიტუციურად ყოფილიყო შეუძლებელი ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულის მისვლა. დღეს კი ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლებს ამერიკის გარეთ, მათთვის სტრატეგიულ ქვეყნებში (როგორიცაა სწორედ საქართველო და უკრაინა) სწორედ ასეთები აწყობთ – ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულნი. რადგან მათი მართვა ადვილია. სწორედ ამიტომ პატრონობდნენ და პატრონობენ სააკაშვილსა და მის მსგავსთ.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, სააკაშვილი და მისი მსგავსნი ბევრისთვის არიან საინტერესონი საქართველოშიც, განსაკუთრებით კი რადიკალებისთვის, ე.წ. ქუჩის პოლიტიკოსებისთვის.

„თითქმის ყველა, ვისაც დღეს სააკაშვილის საქციელი უკვირს, პრეზიდენტით დაწყებული, თავდაცვის მინისტრით გაგრძელებული და რიგითი დეპუტატით თუ რიგითი „ნაციონალით“, „ოცნებელით“ დამთავრებული – დავალებულია სააკაშვილისაგან: ან მასთან დგომით, ან მის წინააღმდეგ ბრძოლით მიიღო ყველაფერი – თანამდებობაც და ქონებაც…“

თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი და მისი მსგავსნი რადიკალიზმის მკვებავნი არიან, რაც პოლიტიკაში (და არა მარტო), სუსტთა გაბატონებას ნიშნავს ხელისუფლებაში. „ეს არის XXI საუკუნის ფაშიზმი, რომელზეც გამარჯვების გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი“ – ასკვნის „თეთრების“ ლიდერი.

წყარო: http://newsport.ge/274279-mikvirs-mati-visac-saakashvilis-saqcieli-ukvirs-temur-shashiashvili

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *