თემურ შაშიაშვილმა პატივი მიაგო ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნას

-8-638„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს  აჭარაში მონაწილობა მიიღო ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის  200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

„თეთრების“ ლიდერი, „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრები და აჭარის ინტელიგენციის წარმომადგენლები  ეწვიენ  სელიმ ხიმშიაშვილის მშობლიურ სოფელს ნიგაზეულს,  დაათვალიერეს ეროვნული გმირის  სახლ-მუზეუმი, შეხვდნენ მის ნათესავებს, სოფლის მცხოვრებლებს და ადგილობრივ ტაძარში დაესწრენ მისი ხსოვნისადმი საგანგებოდ გადახდილ პარაკლისს. მაჰმადიანი ქართველებისადმი პატივისცემის ნიშნად, სტუმრები ასევე ეწვიენ სოფლის მეჩეთს. შეხვდნენ სოფლის სკოლის მოსწავლეებს, შუახევის სოფელ ხიჭაურში აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს.

„ამაყი და ბედნიერი ვარ,  რომ აჭარის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ბათუმიდან გავემგზავრე შუახევის რაიონის სოფელ ნიგაზეულში, სადაც დასაფლავებულია მართლაც ეროვნული გმირი სელიმ ხიმშიაშვილი. ჩვენ დღეს მუხლი მოვიდრიკეთ მისი საფლავის წინაშე, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა, – რასაც ამ ბოლო პერიოდში ვკითხულობ სელიმ ხიმშიაშვილთან დაკავშირებით, ჩემთვის ღრმად დამაფიქრებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის არ არის ცნობილი ამ პიროვნების დიდი ქართული მოღვაწეობის შესახებ. ისტორიულად ცნობილია, რომ სელიმ ხიმშიაშვილი თავად ჩაბარდა ოსმალოებს, რათა სოფელი დაეხსნა აწიოკებისგან, მან  შეგნებულად გაწირა თავი, რათა თანამემამულეები დაეხსნა. ის შეიძლება ისტორიაში “სელიმ თავდადებულის” სახელითაც შევიდეს. სიკვდილით დასჯამდე  მის მიერ წარმოთქმული სიტყვები :“მე მჭრით თავს მაგრამ გეტყვით გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალოს არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“   მხოლოდ  დიდი რწმენისა და ძალის კაცს, დიდ პატრიოტს შეეძლო ეთქვა. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიაა და ჩვენმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს  იმ  ადამიანების შესახებ, რომელთა სიცოცხლის ფასად მოაღწია დღემდე საქართველომ. აქ, ეროვნული გმირის საფლავზე, რამდენიმე სკოლის დირექტორისგან შევიტყვე ჩემთვის სამწუხარო ამბავი, არც ერთ სასწავლო სახელმძღვანელოში სელიმ ხიმშიაშვილის გვარიც კი არ არის ნახსენები… უფრო მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთი ხელისუფალი მის საფლავზე არ არის ნამყოფი. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, ყოფილი პრეზიდენტი ხშირად სტუმრობდა ახლომახლო სოფლებში სასტუმრო-რესტორნებს, მაგრამ ერთხელაც არ მისულა ეროვნული გმირის საფლავზე პატივის მისაგებად. ადამიანურად განვიცდი, რომ საინფორმაციო სივრცეში გაცილებით მეტს საუბრობენ მათზე, ვინც  ქვეყანას თავს ჭრის და დაივიწყეს პიროვნება, რომელმაც საქართველოსთვის თავი გაწირა”.

„თეთრების“ ლიდერი მიესალმება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ბათუმის სესიის გადაწყვეტილებას, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ნეშტი გადასვენებული იქნას მთაწმინდაზე.  ასევე აჭარის ძირძველი მოსახლეობის მოთხოვნას, ბათუმში დაიდგას ოსმალეთის იმპერიისაგან აჭარის განთავისუფლების და დედასამშობლოში დაბრუნებისათვის მებრძოლი გმირის მემორიალი. მისი თქმით მარტო ერთ დღეში ხელისუფლებისადმი ამ მოთხოვნით პეტიციას  3 000 ზე მეტმა აჭარელმა მოაწერა ხელი.

„გასაკვირია, რომ საქმე პეტიციამდე მივიდა და არაერთი საქართველოში ამას ხსნის იმ საბაბით, თურქეთს არ ვაწყენინოთო, მაშინ როცა თვით თურქეთში ყოველწლიურად აღინიშნება ოსმალეთის იმპერიისაგან თურქეთის განთავისუფლების დღე. დარწმუნებული ვარ 3000 მეტი ხელმოწერა, რომელიც სულ ერთი დღის განმავლობაში გაკეთდა ბათუმში, გახდება საფუძველი იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაძლიოს შიში და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის ძირძველ მოსახლეობაშია. საერთოდ ვისურვებდი, რომ     ხელისუფლების მხრიდან მეტი პატივისცემა იყოს აჭარის ძირძველი მოსახლეობისადმი და  ნაკლები აღფრთოვანება აჭარაში  უცხოელ ჩამოსახლებულთა მიმართ – აცხადებს  „თეთრების“ ლიდერი.

“თეთრების” ლიდერმა ლირიკული გადახვევაც გააკეთა. მისი თქმით, ხიმშიაშვილის საფლავზე ერთ ფესვზე ამოსულია მუხის და ნაძვის ხეები რაც თავისთავად ბუნების სასწაულია. “მე ასე ვიტყოდი, ეს არის სიმბოლო წარსული სიძლიერისა და მომავალი სიხარულის. რისთვისაც თავი გასწირა ეროვნულმა გმირმა. ღმერთმა ქნასმ ასეც იყოს!“

დღესვე, ქართული ერთობის დარბაზის წევრებმა ხიმშიაშვილების გვარის წარმომადგენლებს, სკოლის დირექტორს, შაქრო ხიმშიაშვილს და მუზეუმის დირექტორს ელგუჯა ხიმშიაშვილს პატივდების სიგელები გადასცეს.

თეთრების პრეს-ცენტრი

3.05.2015წ

(აჭარატვ). მამულიშვილთა კავშირმა აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების მემორიალის შესახებ პეტიცია საკრებულოში შეიტანა

რეპორტაჟი აჭარატვ. – ზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *