(REPORTIORI)თემურ შაშიაშვილი: მე ვნახე მოსიყვარულე მამა და ქვეყანაზე შეყვარებული შეუდრეკელი ქართველი

1403527773_revaz-misvelazeცნობილ ქართველ მწერალს რევაზს მიშველაძეს დღეს 75 წლის იუბილე აქვს. ეს თარიღი რუსთაველის თეატრში აღინიშნება.

„რეზო მიშველაძეს დიდ 1445შემოქმედებით ნიჭთან ერთად, მეგობრობის პასუხისმგებლობის დიდი ნიჭიც აქვს.  ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიულად და ტრადიციულად აქვთ ნიჭიერ შემოქმედთ. ის  დიდ ადამიანურ კეთილშობილებამდე მწარეა მეგობრობაში. ისეთივე მწარე, უღალატო და ერთგულებით სავსე, როგორიც ოტია იოსელიანი იყო. როგორც ჩანს, ამიტომაც ჰქონდათ დიდი მეგობრობა“, – ასე ახასიათებს დღევანდელი დღის იუბილარს „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

ის რეზო მიშველაძესთან დაკავშირებულ ერთ ტრაგიკულ მომენტს იხსენებს: „1993 წლის სოხუმის ბრძოლების დღეებში მირეკავს ბატონი ოთარ ფაცაცია, რომელიც მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო და მეუბნება: „მოვფრინავ ქუთაიში, ჩემთან ერთად არის ბატონი რეზო მიშველაძე. მისი შვილი დაიღუპა ბრძოლებში. მან არ იცის. ვერავინ ვეუბნებით. ჩამოასვენებენ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის საავადმყოფოში. გთხოვ, დაგვხვდე და ბატონ რეზოსთან ყოფნა შემდგომ შენ გააგრძელე”. 

თავზარდამცემი იყო, რაც მოვისმინე. ბატონ რეზოსთან ვმეგობრობდი. ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მაყენებდა. ერთად წავედით საავადმყოფოში. მე ვნახე მოსიყვარულე მამა და ქვეყანაზე შეყვარებული შეუდრეკელი, კლდესავით მდგომი ქართველი.

 დიდმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა, ჩვენი დედა-უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ნოდარ ამაღლობელმა, ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა, გამორჩეულმა მწერალმა, კრიტიკოსმა რეზო მიშველაძემ და არაერთმა ხელოვნებისა და მეცნიერების დიდოსტატმა, მათმა ოჯახებმა, სისხლის ფასად დაიცვეს საქართველო და ჩემთვის ათასგზის გასაგებია, როგორი მწარე იყო მათთვის იმის გაცნობიერება, რომ ამ საქართველოზე პოლიტიკოსთა ვიწრო ჯგუფები გაბატონდნენ და ებრძვიან  ყოველგვარ ქართულს და იმდენად ემონებიან თავიანთ უცხო პატრონებს, რომ ისიც ავიწყდებათ, რომ „ქართული” ოდითგან პლანეტარულს ნიშნავდა, როგორც ეს ასე ღონიერად გვითხრა თავის ბოლო წერილში „ჯარისკაცის მამამ”, რეზო ჩხეიძემ.

 ხალხზე ბატონობის სურვილით დაავადებულ პარტიებსა და პოლიტიკოსებს არ აწყობდათ არც მწერალთა ერთობა, არც მხატვართა, არც თეატრალთა, არც მუსიკოსთა, საერთოდ, ხელოვანთა ერთობა. დაშალეს  შემოქმედებითი კავშირები,  დააპირისპირეს  შემოქმედნი, სწორედ ამ გზით შეძლეს ხალხისთვის საქართველოს წართმევა. ღვთის წყალობით, არიან, კიდევ არიან დიდი შემოქმედნი, როგორც ერის მამა ილია ჭავჭავაძე იტყოდა, „სახელმწიფო კაცები”, რომელნიც არ და ვერ ეგუებიან ამ დამანგრეველ და მომაკვდინებელ განწყობას. რეზო მიშველაძე ასეთად წარმომიდგენია”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=68187&lang=1

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *