(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: არ შეიძლება საარჩევნო სისტემა მონოპოლიზებული ჰქონდეს პარტიებს…

hgfპარტია „თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელ საქართველოში საარჩევნო სისტემით მუდმივად დამარცხებულია ხალხი და ქვეყანა, გამარჯვებულია პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა ერთი გუნდი, ძირითადში რადიკალური მიმართულების. მისი თქმით, არ შეიძლება საარჩევნო სისტემა მონოპოლიზებული ჰქონდეს პარტიებს, ხელისუფლებას… საარჩევნო სისტემაზე უნდა მუშაობდნენ ნეიტრალური ადამიანები, მაღალი პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ ხელისუფლებაში მოსვლაზე და ფიქრობენ ქვეყანაზე.

ასეთად მეცნიერებათა აკადემია, მეცნიერთა კრებული მიგვაჩნია. რატომ მეცნიერი დამეცნიერებათა აკადემია?  მეცნიერი ფიქრობს ქვეყანაზე და მის მომავალზე, პოლიტიკოსი –არჩევნებზე, ხელისუფლებაში მისვლაზე. ქვეყანაში სისტემური კრიზისია დამაღალპროფესიონალური  პიარით იმართება რადიკალების მიერ. სწორედ  სისტემური კრიზისიდანქვეყნის გამოყვანა, რადიკალიზმისა და რადიკალებისგან ქვეყნის დახსნა,  განთავისუფლება პიარისდამანგრეველი გავლენისაგან და ქვეყნის მართვაში ჰარმონიზაციის, ანუ თანამშრომლობისპრინციპების დამკვიდრება, საერთოდ, ქვეყნის მომავლის პროგრამის შედგენა მხოლოდ მეცნიერებსდა მეცნიერებაზე ორიენტირებულ ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებს ხელეწიფებათ.  – აცხადებს „თეთრების”ლიდერი.

 

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=68406#.VXsHx_cOpJs.facebook

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *