(მედიანიუსი) ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი გაამარგინალა _ თემურ შაშიაშვილი

 

1445„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, საქართველოში შექმნილი არასახარბიელო პოლიტიკური ვითარება თავად პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის ბრალია. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი გაამარგინალა და ამით გააბოროტა, მეორე ნაწილი კი – გააფეტიშა. რითაც ქვეყანაში შეიქმნა მძიმე პოლიტიკური სიტუაცია: პოლიტიკოსებს არ აქვთ არც პასუხისმგებლობა და არც ზომიერების გრძნობა, ერთი ნაწილის გაბოროტებისა და მეორე ნაწილის გაფეტიშების გამო რადიკალიზმი გაძლიერდა, შესაბამისად გაძლიერდა ქვეყნის ნგრევის, მოსახლეობის სოციალური გაღატაკების და ქართული ცნობიერების დაქვეითების პროცესიც. ამას ემატება ქვეყანაში სტაბილურობის გარანტის, საშუალო ფენის არარსებობა.

„დარღვეულია ყოველგვარი წონასწორობა: პოლიტიკურიც, გეოგრაფიულიც, სოციალურიც – ეს რადიკალიზმის შედეგია. ოც წელზე მეტია, ქვეყანაში მუდმივად არსებობენ ქვეყნის გარედან ფინანსირებადი ძალები, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის არ აწყობთ საშუალო ფენის არსებობა, , მაგრამ აწყობთ ქვეყნის მძიმე სოციალური მდგომარეობა თავად მშვენივრად ეხერხებათ მძიმე სოციალური ფონის შექმნა, რაც ნოყიერი ნიადაგია რევოლუციებისა და გადატრიალებებისათვის. ამის კლასიკურ მაგალითს მოვიყვან: 90 – იან წლებში „მოქკავშირის“ ე.წ. „რეფორმატორული ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებდა რათა ხალხი გაემწარებინა და ქუჩაში გამოეყვანა. . ისინი შეგნებულად ცლიდნენ ჰესებს წყლისგან რათა ხელოვნურად გამოეწვიათ ენერგოკრიზისი ასევე შეგნებულად აფერხებდნენ პენსიების და ხელფასების ზრდასაც და გაცემასაც. ეს ყველაფერი შესასწავლია, თუ გვინდა, მსგავსი აღარ განმეორდეს და წერტილი დაესვას რადიკალთა, ქუჩის პოლიტიკოსთა ბატონობას ქვეყანაში.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *