(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ქალაქს პატრონი არ ჰყავს, ქვეყანა ტელევიზიების წინ პოზიორობამ წალეკა!

 

shashiashvili2-150x150„თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა თბილისში მომხდარ  სტიქიურ უბედურებასთან  დაკავშირებით  სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მძიმე რამ მოხდა, მოსალოდნელიც იყო….უარესი შეიძლება მოხდეს, თუ ფასადების პოლიტიკიდან,რეალურ პოლიტიკაზე არ გადავალთ მიწისქვეშა ქალაქი [კომუნიკაციები] უმძიმესმდგომარეობაშია ქალაქს პატრონი არ ჰყავს, ქვეყანა ტელევიზიების წინ პოზიორობამ წალეკა. 

ცნობისათვის ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმა და ბერძნებმადაამკვიდრეს ხელისუფალის შეფასების კრიტერიუმი. მათი აზრით, ხელისუფალი, რომელსაც უყვარსხალხი და ქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშა კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი, რომელსაც უყვარსსკამი და თანამდებობაფიქრობს ფასადებზე (!!!). 

ამას დიდი ხანია მძიმედ განვიცდი. ჯერ კიდევ 2012 წელს მომხდარი წყალდიდობის დროს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ, სადაც ფასადურპოლიტიკას  დამღუპველი და დამანგრეველი ვუწოდე, რომ ეს არის ხალხის მოტყუების და ხალხისმოსყიდვის პოლიტიკა. ვთქვი, რომ ფასადური პოლიტიკა მედროვეთა პოლიტიკააორიენტირებულიდღევანდელზე და არა ხვალინდელზე... 

დღეს მოქმედებაა საჭირო. 

თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და იქ მივდივარ დასახმარებლად, სადაცტელევიზიები და ჟურნალისტები არ იქნებიან, განსხვავებით ნაცპარტიელებისაგან, რომელთაპოლიტიკა ფასადური იყობუტაფორული ქვეყანა შექმნეს და დღეს, როცა უხმაუროხელებდაკაპიწება, დაზარალებულთა გვერდით დგომაა საჭირო, გულისამრევად დგანანტელეჟურნალისტების წინ და მერიას კარნახობენ სამაშველო ბრიგადების შექმნას, მეტიც, მერიასეუბნებიან, გვითხარით სად დაგეხმაროთო. 

ვისურვებდი,რომ დღეს ტელევიზიებს პოლიტიკოსები კი არა გულიანი ქართველები, თბილისელებიეჩვენებინა სწორედ ისინი, გულწრფელად რომ დგანან გაჭირვებულთა გვერდით. ქვეყანასგულწრფელი ხალხი გადაარჩენს და არა ფარისეველი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში დახელისუფლების გარეთ!“, – აცხადებს შაშიაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=68621

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *