(geonews.ge)ქალაქს პატრონი არ ჰყავს, ქვეყანა ტელევიზიების წინ პოზიორობამ წალეკა – თემურ შაშიაშვილი

1445„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა თბილისში მომხდარ  სტიქიურ  უბედურებასთან  დაკავშირებით  სპეციალური განცხადება გაავრცელა,  რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“მძიმე რამ მოხდა,მოსალოდნელიც იყო….უარესი შეიძლება მოხდეს, თუ  ფასადების პოლიტიკიდან, რეალურ პოლიტიკაზე არ გადავალთ….მიწისქვეშა  ქალაქი [კომუნიკაციები] უმძიმეს მდგომარეობაშია…ქალაქს პატრონი არ  ჰყავს, ქვეყანა ტელევიზიების წინ პოზიორობამ წალეკა.

ცნობისათვის ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტელებმა  და ბერძნებმა დაამკვიდრეს ხელისუფალის შეფასების კრიტერიუმი-მათი აზრით,  ხელისუფალი, რომელსაც უყვარს ხალხი და ქალაქი, ფიქრობს მიწისქვეშა  კომუნიკაციებზე, ხოლო ხელისუფალი,რომელსაც უყვარს სკამი და  თანამდებობა-ფიქრობს ფასადებზე (!!!).

ამას დიდი ხანია მძიმედ განვიცდი ჯერ კიდევ 2012 წელს მომხდარი  წყალდიდობის დროს რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა  სპეციალური განცხადებაც გავავრცელეთ, სადაც ფასადურ პოლიტიკას  დამღუპველი  და დამანგრეველი ვუწოდე, რომ ეს არის ხალხის მოტყუების და ხალხის მოსყიდვის  პოლიტიკა, ვთქვი, რომ ფასადური პოლიტიკა მედროვეთა პოლიტიკაა – ორიენტირებული  დღევანდელზე და არა ხვალინდელზე…

დღეს მოქმედებაა საჭირო. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და იქ მივდივარ  დასახმარებლად,სადაც ტელევიზიები და ჟურნალისტები არ  იქნებიან,განსხვავებით ნაცპარტიელებისაგან,რომელთა პოლიტიკა ფასადური  იყო-ბუტაფორული ქვეყანა შექმნეს და დღეს, როცა უხმაურო  ხელებდაკაპიწება, დაზარალებულთა გვერდით დგომაა საჭირო, გულისამრევად  დგანან ტელე-ჟურნალისტების წინ და მერიას კარნახობენ სამაშველო  ბრიგადების შექმნას, მეტიც,მერიას ეუბნებიან გვითხარით სად დაგეხმაროთო.

ვისურვებდი, რომ დღეს ტელევიზიებს პოლიტიკოსები კი არა გულიანი  ქართველები, თბილისელები  ეჩვენებინა…სწორედ ისინი გულწრფელად რომ  დგანან გაჭირვებულთა გვერდით.

ქვეყანას გულწრფელი ხალხი გადაარჩენს და არა ფარისეველი პოლიტიკოსები  ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ!“, – ნათქვამია “თეთრების” ლიდერის განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *