(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: მომხდარში მართვის სისტემაა დამნაშავე

te„დღეს ქვეყანაში უკიდურესად  მძიმე ემოციური ფონია… ყველგან ერთი კითხვა ტრიალებს: ვინ არის დამნაშავე მომხდარში? ვეძებთ კონკრეტულ პიროვნებებს. მიმაჩნია, რომ მომხდარში სისტემაა დამნაშავე”- ეს განცხადება  „თეთრების“ ლიდერმა  თემურ შაშიაშვილმა თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გააკეთა.

„დღეს ქვეყანაში უკიდურესად  მძიმე ემოციური ფონია… ყველგან ერთი კითხვა ტრიალებს: ვინ არის დამნაშავე მომხდარში? ვეძებთ კონკრეტულ პიროვნებებს. მიმაჩნია, რომ მომხდარში სისტემაა დამნაშავე, რომელიც მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დამოუკიდებელ საქართველოში ვერავინ შეცვალა. სისტემა თავად ახდენს დამნაშავეთა ტირაჟირებას და ჩვენ კი სისტემის დანაშაული ცალკეულ პიროვნებებს გვსურს ავკიდოთ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები წინა ხელისუფალთ ადანაშაულებენ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები წინამორბედებს და დღევანდელს. ყველა ხელისუფლება პოულობს გამართლებას, მომხდარის შედეგები კი უმძიმესია: დაიღუპა ხალხი, მოსახლეობა უმძიმეს სტრესში იმყოფება, ხალხის ყოფა და ცხოვრება მკვეთრად უარესდება. იმ ფონზე, რომ წინა  ხელისუფლებაც და დღევანდელიც საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული. არის თავის მართლება და ერთმანეთზე გაუთავებელი გადაბრალება… საერთოდ არ არსებობს სინანული, საკუთარი შეცდომების აღიარების მცდელობა. წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი შეცდომები გასაგებია, მაგრამ გულდასაწყვეტია, ის რომ დღევანდელი ხელისუფლება არ, თუ ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ სამი-ოთხი საათი წყალი გროვდებოდა, სტიქია მზადდებოდა და სტიქიის აბობოქრებამდე და ხალხის დაღუპვამდე ნაბიჯიც კი არ გადადგმულა. დრო მეტ კონკტერულ ფაქტებს გამოავლენს. თუმცა დღეს  ხალხში უკვე არის ამაზე საუბარი, ეს განწყობა დროთა განმავლობაში გაძლიერდება და კარგის მომტანი არ იქნება არც წინა, არც დღევანდელი ხელისუფლებისათვის. მე კი ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ვიდრე მართვის სისტემა არ შეიცვლება,  ვიდრე ქუჩის პოლიტიკოსები და რადიკალები მართავენ ქვეყანას, ვიდრე იგნორირებულია მეცნიერება და მეცნიერული აზრი – უკეთესობაზე ნუ ვიფიქრებთ.“ – ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=30749

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *