თემურ შაშიაშვილი დარწმუნებული ვარ, ბატონი რეზოს სული გაბრწყინდება

1445პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი  როგორც „ბრწყინვალეს“ ისე აფასებს პატრიარქის ინიციატივას სვეტიცხოვლობას ყოველთა ქართველთა კონგრესის ჩატარების შესახებ. მისი თქმით ეს იყო დიდი სურვილი  ქართველი კინორეჟსორის, ბატონი რეზო ჩხეიძის, რომელიც თავის დროზე იყო ქართველთა პირველი კონგრესის ჩატარების ინიციატორი.

„მაშინ იმერეთში ვსაქმიანობდი ბატონი რეზო ჩხეიძის ინიციატივითა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა ქართველთა პირველი კონგრესი, რომელშიც  400 მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.  ეს იყო უაღრესად ამაღელვებელი და საქართველოზე ორიენტირებული შეხვედრა.

ბედნიერი ვარ ასევე, რომ  ვესწრებოდი ერის სულიერი მამის – პატრიარქის და ბატონი რეზო ჩხეიძის საუბარს სრულიად ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონრესის  მოწვევასთან დაკავშირებით.  … დღეს, პატრიარქის ამ განცხადებით, დარწმუნებული ვარ, ბატონი რეზოს სული გაბრწყინდება. ის ხომ საქართველოს ბოლო წლების სიმძიმეების მხსნელად სწორედ უწმიდესსა და უნეტარესს მიიჩნევდა. მისი ბოლო მიმართვაც, ხომ ასე დაასათაურა..“ჩემი თხოვნა ერისა და ბერისადმი….იქნებ უკანასკნელიც” – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *