„მდიდარი ქვეყნები უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი უფრო გაღატაკდნენ“

 

„თეთრების“ ლიდერი მიწვეულია საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე კიევში

 1445“ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ, მსოფლიოში გაბატონებული ეკონომიკური წესრიგის გამო მდიდარი ქვეყნები უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი უფრო გაღატაკდნენ” აუცილებელია რეფორმატორთა გაერთიანება, რათა პოლიტიკური რეფორმების სიკეთე და არსი ერთნაირად მისაწვდომი გახდეს ყველასთვის. რადგან სწორედ რეფორმათა მიზნების არასწორად გაგებასა და დანახვას მოყვება შედეგად რომ რეფორმა ხდება თვითმიზანი და არა ქვეყნის განვითარების და საზოგადოების კეთილდღეობის წყარო“. –  აცხადებს კიევის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პროგრამათა დირექტორი ვლადიმერ პანჩენკო.

ფორუმის  მუშაობაში მონაწილეობის  და ფორუმზე გამოსვლის წინადადება მიიღო „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

„ეს მართლაც უნიკალური ფორუმია, მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში დავსწრებივარ სხვადასხვა მიმართულების ფორუმებს, მონაწილეობა მიმიღია  დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში. მაგრამ არსად საკითხი ასე არ მდგარა. როგორც ჩანს, მსოფლიოს მომავალზე დაფიქრებულმა დიდმა მეცნიერებმა ღრმა ანალიზის შედეგად გააკეთეს დასკვნა, რომ ბერლინის კედლის ნგრევის შემდეგ, მდიდარი ქვეყნები უფრო გამდიდრნენ, ღარიბები კი უფრო გაღატაკდნენ. ყველაზე დამაფიქრებელი ის არის, რომ ეს მეცნიერები ამას მსოფლიოში გაბატონებული ეკონომიკური წესრიგით ხსნიან. როგორც ჩანს, სწორედ ასეთი ეკონომიკური წესრიგის გაგრძელებაა ის, რომ გაღატაკებულ ქვეყნებში რაც დრო გადის, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრები ხდებიან და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან.  ეს მკაცრი რეალობაა, რომელიც ყველას გვაწუხებს, – ამბობს „თეთრების“ ლიდერი.

მას მიაჩნია, რომ კარგია, რომ ასეთი ფორუმი უკრაინაში, კიევში ტარდება. პლანეტის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა , დიდი მომავლის ქვეყანა დაღუპვის პირზეა. არც ჩვენ ვართ კარგ მდგომარეობაში.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი დიდი ფორუმის მონაწილეობის მოწვევა  მივიღე. მით უფრო, რომ საშუალება მექნება მოხსენებითაც გამოვიდე. მე ვიწყებ  ინტენსიურ კონსულტაციებს ჩვენი ქვეყნის მეცნიერებთან მითუფრო რომ ოქტომბრამდე დიდი დრო არაა დარჩენილი. ეჭვი არ მეპარება, მათი მხარდაჭერით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადგომით, ჩვენ საინტერესო მოსაზრებებს შევთავაზებთ ფორუმს“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

კიევის ფორუმი მართლაც უნიკალურია. მისი სპიკერები არიან მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ცნობილი მეცნიერები და ეკონომისტები, რომელთა შორისაა მეტად გავლენიანი ნორვეგიელი ეკონომისტი ერიკ რაინერტი,  ავტორი ბესტსელერისა „როგორ გახდნენ  მდიდარი ქვეყნები უფრო მდიდრები, ხოლო ღარიბი ქვეყნები უფრო ღარიბნი“,  მეცნიერებისა და კულტურის საერთაშორისო აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი ჰარი ჯეკობსი, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ჰელბრეიტი, ევროპის ბიზნესის ფედერაციის გენერალური დირექტორი მარკუს ბრეიერი, ევროპის ქვეყნების ხელისუფლებათა წარმომადგენლები.

“თეთრების” პრეს-ცენტრი

23.06.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *