(კვირის ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: ნებისმიერ ჩინოვნიკს დღეს გადაწყვეტილების მიღების ეშინია, ვაითუ ბიძინას არ მოეწონოს?”

 

1445საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თბილისში უნდა ჩატარდეს ყოველთა ქართველთა კონგრესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები. ამ ინიციატივას მიესალმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ მთავრობა იზრუნებს, რათა კონგრესი ჩატარდეს მაღალ დონეზე. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ საქმის ორგანიზებას ხელი მოჰკიდეს „ქართული ერთობის დარბაზის“ წარმომადგენლებმა. თემურ შაშიაშვილის მონაწილეობით,. ბატონი თემური უკვე იმყოფებოდა თურქეთში, სადაც შეხვდა ჩვენს ემიგრანტებს, ამჟამად ის საბერძნეთშია და „ქრონიკას” ათენიდან ესაუბრა.

– ჩვენო განვითარებისთვის ყველაზე მთავარია რისკი, რომელიც მოკვდა საქართველოში. ყველას ეშინია, ყველა ერთ კაცს უყურებს თვალებში. რა მოსწონს, რა არ მოსწონს. ეს ასე იყო შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც. ქვეყანამ სადაც რისკი მკვდარია, ვერ განვითარდება. ჩვენს ხალხს შიში მოერია. ნებისმიერ ჩინოვნიკს დღეს გადაწყვეტილების მიღების ეშინია, ვაითუ ბიძინას არ მოეწონოს, მეტსაც გეტყვით, ჩემი მეგობრებიც კი ყურში მაგონებენ, იცი, რა? აი. ვინც ბატონ ბიძინაზე კრიტიკულ რაღაცეებს წერს, ჩვენ მათ ვერიდებითო. ამიხსენით, არ არის ეს ტრაგედია? მე მინდა ვიფიქრო, რომ ამის შესახებ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ იცის.

 – რატომ ფიქრობთ, რომ არ იცის?

– არ  მინდა, რომ დავიჯერო… დღეს ყველა გამარგინალდა. ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. პირადად მე პოლიტიკოსების შეკრებებს აღარ დავესწრები, უკვე აუტანელია ხელისუფლებაში ვინც არიან, ისინიც გამარგინალდნენ და ოპოზიციაში ვინც არიან , ისინიც გამარგინალდნენ. მინისტრებზე ლაპარაკი ხომ საერთოდ არ შეიძლება. ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ შეხედავს ერთი კაცი. ამ დღეებში ერთ-ერთი ორგანიზაციის ღონისძიება ჩატარდა, რომლის სათავეებთანაც მე ვიდექი. იქ მიიწვიეს ხალხი, ვისაც არავითარი წვლილი არ ჰქონია. შიგნით უთქვამთ, მაგას ბიძინა ივანიშვილი არ უყურებს კარგად და ვერ დავპატიჟებთო. ეს არის საქართველო!

 – რატომ ერიდებით ამ ორგანიზაციის დასახელებას?

კიდევ არ მინდა ამ ადამიანებს სახელი გავუტეხო. სახელოვნებო მიმართულებისაა. აი, ხელოვნებაში რომ ასეთი რამე ხდება, სხვას რა მოვკითხო? ამას მე პიროვნებებს არ ვაბრალებ. ეს შექმნილი სიტუაციის ბრალია.

 – ბატონო თემურ, სიტუაციას ქმნიან ადამიანები.

– მესმის… ჩვენ 1991 წლიდან მოყოლებული. ვერ მივიღეთ პოლიტიკაში გაწონასწორებული ადამიანები. რადიკალიზმმა შეჭამა გონიერება. გაანადგურა ქართული ცნობიერება. ერთ მაგალითს გეტყვით:“ სანამ ნაციონალები ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ერთხელ დასავლეთ საქართველოში დენი გამორთეს. მე მივედი და ჩავრთე. მეორე დღეს მოსახლეობა მზად იყო, ავერჩიე ნებისმიერ თანამდებობაზე, ანუ მოეწონათ ჩემი რადიკალიზმი  გავიდა დრო  ეს ყველაფერი დაავიწყდათ და როცა არჩევნები გაიმართა, ის ადამიანები აირჩიეს, რომლებიც მაშინ დასავლეთ საქართველოს დენი გამოურთეს. ჩვენს ქვეყანაში შეგნებულად არ რიგდებოდა პენსიები და ხელფასები, შეგნებულად თიშავდნენ დენს, და გაზს  „ნაციონალები“. ამ დროს ვინ მოვიდა ხელისუფლებაში? ამ ყველაფრის ორგანიზატორი სააკაშვილი. ერთია ის, რომ ხალხს მოსწონს რადიკალიზმი, მეორეა ის, რომ ამავე ხალხს ტვინს ურეცხავენ უცხოელი იმიჯმეიკერები და ხელისუფლებაში მოჰყავთ თავიანთი მონები. აქ რა უნდა ვთქვა, არც კი ვიცი… აგერ ამერიკამ ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვა და ობამა იძახის, ეს ჩვენი გამარჯვებააო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იგივე მთელს მსოფლიოში დაკანონდესო.

 – ახლა სწორედ ამაზე უნდა მეკითხა. და „მომელოცა“ კიდევაც. მაგრამ თქვენ დამასწარით. ისე, ამერიკელმა ხალხმა დიდი საჩუქარი მიიღო.

– არა. ამას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ამერიკელების 80 პროცენტს  არც კი აინტერესებს, ბევრმა წერა- კითხვაც არ იცის, აქ ჩვენ გაგვიფეტიშეს. ამერიკა, თორემ არც ისეა საქმე. მე შეურაცხყოფას არავის ავყენებ, რაც კარგი აქვთ. პატივს ვცემ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ იგივე ეხლა მთელი ძალით იფეთქებს საქართველოში, ჩვენ უკვე პროვინციალიზმის ჭაობში ვიღრჩობით და გვგონია  რომ ეს არის თანამედროვეობა. თუ შენ დადებითად ლაპარაკობ ერთსქესიანთა ქორწინებაზე, ესე იგი „სვეტი“ ხარ, თუ ლაპარაკობ დავით აღმაშენებელზე, და შენს ისტორიაზე, რუსთაველზე, გოიმი ხარ, ჩამორჩენილი ხარ, ეს ტრაგედიაა ხალხო! ჩვენ ახლა გვინდა, როცა წამოვლენ ჩვენი თანამემამულეები, უცხოეთიდან წამოიღონ კარგი, ამერიკიდან წამოღონ ეკონომიკური ფორმულები, მაინცდამაინც ის უნდა წამოიღონ, რაც დამანგრეველია? საქართველოში ადრეც იყვნენ ასეთები, არ მინდა მათი გვარები დავასახელო. თეატრშიც დავდიოდით, კინოშიც, ვიცოდით, რა მიდრეკილებები ჰქონდათ, მაგრამ არავინ შეგვივიწროვებია. ჩვენ რომ დღეს გვეუბნებიან, ესმსოფლიოს მომავალია, მაშინ გამაგებინოს, ამერიკის პრეზიდენტი ფიცის დადების დროს ბიბლიაზე რა ნამუსით დებს ხელს?

 – აგერ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვართვა კიდეც საჩუქარი, რომელსაც რატომღაც ანგარიშს უქოდებს. საქართველოში მიდის პოლიტიკური დაკავებები მძვინვარებს სიძულვულის ენა, ოჯახური ძალადობა და არატოლერანრობა. აი, ასე გვაფასებენ ჩვენი „მეგობრები

– ეს ხომ შეიძლება მხოლოდ მტერმა გაგიკეთოს? მე ვიცი ოჯახები, სადაც ამ გრანტიჭამიებმა პრობლემები შექმნეს. მიდიან ქალებთან და ჩასჩიჩინებენ, თვენი უფლებები დარღვეულიაო. ერთ და ორ მაგალითს რომ აჩვენებენ. ჰგონიათ, რომ ყველა ოჯახში ქალებს ხოცავენ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რატომღაც დარწმუნებულია, თითქოს ამერიკაში და სხვა ქვეყნებში სრული ჰარმონიაა, თითქოს ყველა ფუფუნებაში ცხოვრობს. ვინმეს რომ ახლა ამის მტკიცება დავუწყო, ამერიკაში უპოვართა სასადილოებში რიგები დგას მეთქი, დამიწყებენ უაზრო კრიტიკას. ჩვენ ხომ რეალური ამერიკა და ევროპა არ ვიცით. აგერ, საბერძნეთში ქართველები მეუბნებიან „კვირის ქრონიკას“ მოუთმენლად ველოდებით ხოლმეო. ამ ხალხს ქართული სიტყვა ენატრება. თქვენი გაზეთი ხელიდან ხელში გადადის, ეს რას ნიშნავს? ვერ შლიან ქართულ ცნობიერებას და ვერ  ეგუებიან იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

მომავალ წელს უნდა აღვნიშნოთ შოთა რუსთაველის 850 წლისთავი. თქვენ გგონიათ, ამ ღონისიებას ვინმე დააფინანსებს? ყველაგასუსულია. ესენი აფინანსებენ „თავისუფლების ინსტიტუტს“  და სხვა არასამთავრობოებს. რატომ არ უნდათ რუსთაველის ხსენება? არა, ამათ მთელს მსოფლიოს უნდა დაუმტკიცონ. რომ ჩვენ ყველაზე ჩამორჩენულები ვართ. და აქედან მიიღონ გრანტები, ჩუმად არიან  არასამთავრობოები. ჩუმად არიან ოპოზიცია, მოდის და მოდის გრანტები,. უცხოეთში ჰგონიათ, რომ აქ ზარბაზნებით დავდივარ და ხანჯლებით ვკეპავთ საკუთარ ცოლებს, ვის აინტერესებს შენი ‘ ‘ვეფხისტყაოსანი“? ფული მოდის აქეთ და მერე ინაწილებენ , მეტი წილი უკან მიაქვთ. ისეთ რამეს გეტყუვით, თქვენც გაგიკვირდებათ. მე ადოლფ ჰიტლერის პატივისცემა დავიწყე ბოლო პერიოდში,  ის კაცი, რასაც ამბობდა, იმას აკეთებდა.

 – კი მაგრამ

– გულწრფელად გეუბნებით… ჰიტლერი პირდაპირ ამბობდა, მე შენ უნდა მოგკლა! ამას არ მალავდა. ახლა რას გვეუბნებიან? მე შენი მეგობარივარ, ახლობელი ვარ, სინამდვილეში გულში სხვა რამე უდევთ. გვხოცავენ, რომელი უკეთესია, როცა იცი, რომ მტერია, თუ როცა მეგობარია და ზურგში გესვრის? შენი მეგობარი ვარო, თან მეუბნება, საქართველოში ერთსქესიანი ქორწინება უნდა დააკაბობოო. თურქებს აქვთ კარგი გამონათქვამი, აღარ გვიმნდა ტანკები. მტრებს მეგობრულად ხელი მოვხვიოთ და ისე მოვგუდოთ, აი ამ დღეში ვართ , ასე გვგუდავენ.

 – რა არის გამოსავალი?
– უპირველესად, არავის ხათრით და რიდით არავინ არ უნდა ავირჩიოთ. უნდა ეს დავიმახსოვროთ ყველამ კარგად!

 ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *