(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ამერიკის პრეზიდენტი ფიცის დადების დროს ბიბლიაზე რა ნამუსით დებს ხელს?

 

„თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი უარყოფითად აფასებს ამერიკის ახალ კანონს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.

ჩვენ გაგვიფეტიშეს ამერიკა… შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, რაც კარგი აქვთ, პატივს ვცემ. მაგრამუბედურება ის არის, რომ იგივე ხლა მთელი ძალით იფეთქებს საქართველოში, ჩვენპროვინციალიზმის ჭაობში ვირჩობით და გვგონიარომ ეს არის თანამედროვეობა. თუ შენდადებითად ლაპარაკობ ერთსქესიანთა ქორწინებაზე, ესე იგი „სვეტი” ხარ, თუ ლაპარაკობ დავითაღმაშენებელზე და შენს ისტორიაზე, რუსთაველზე, გოიმი ხარ, ჩამორჩენილი ხარ, ეს ტრაგედიაა … უცხოეთიდან  წამოვიღოთ კარგი, მაგალითად, ეკონომიკური ფორმულები ამერიკიდან, და არამაინცდამაინც ის, რაც დამანგრეველია! საქართველოში ადრეც იყვნენ ასეთი ადამიანები, ჩვენ მათშესახებ ვიცოდით,   არავინ შეგვივიწროვებია. მაგრამ ჩვენ რომ დღეს გვეუბნებიანეს მსოფლიოსმომავალია, ეს კი მიუღებელია!   გამაგებინოს ამერიკის პრეზიდენტმა, ფიცის დადების დროსბიბლიაზე რა ნამუსით დებს ხელს?” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=70627

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *