(საზოგადოება)თემურ შაშიაშვილი: გამაგებინოს, ამერიკის პრეზიდენტმა ფიცის დადების დროს ბიბლიაზე რა ნამუსით დებს ხელს?

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამერიკის ახალ კანონს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ უკიდურესად უარყოფითად აფასებს.

„ჩვენ გაგვიფეტიშეს ამერიკა… შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, რაც კარგი აქვთ. პატივს ვცემ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ იგივე ეხლა მთელი ძალით იფეთქებს საქართველოში, ჩვენ პროვინციალიზმის ჭაობში ვიღრჩობით და გვგონია  რომ ეს არის თანამედროვეობა. თუ შენ დადებითად ლაპარაკობ ერთსქესიანთა ქორწინებაზე, ესე იგი „სვეტი“ ხარ, თუ ლაპარაკობ დავით აღმაშენებელზე, და შენს ისტორიაზე, რუსთაველზე, გოიმი ხარ, ჩამორჩენილი ხარ, ეს ტრაგედიაა …  უცხოეთიდან  წამოვიღოთ კარგი, მაგალითად ეკონომიკური ფორმულები ამერიკიდან, და არა მაინცდამაინც ის, რაც დამანგრეველია! საქართველოში ადრეც იყვნენ ასეთი ადამიანები, აჩვენ მათ შესახებ ვიცოდით,   არავინ შეგვივიწროვებია. მაგრამ ჩვენ რომ დღეს გვეუბნებიან, ეს მსოფლიოს მომავალია, ეს კი მიუღებელია!   გამაგებინოს, ამერიკის პრეზიდენტმა ფიცის დადების დროს ბიბლიაზე რა ნამუსით დებს ხელს?“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=31128

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *