დღემდე შეუფასებელიც, დაუფასებელიც და გამოუყენებელიც…

 ქართველობის დიდი შეკრება შედგა ანკარაში

11000880_678644508931159_1547725595320612506_n„თეთრების“ ლიდერი და „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრი, თემურ შაშიაშვილი განაგრძობს  თურქეთში ვიზიტს. დღეს, ვიზიტის  ფარგლებში შედგა შეხვედრა ანკარაში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრამ, რომელიც მიეძღვნა  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ანკარის სესიის მზადების, უაღრესად თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრას “თეთრების” ლიდერმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე მეტად მაღალ შეფასება მისცა.

“დღეს ქართველობის დიდი შეკრება შედგა ანკარაში.. . ვამაყობ ამ ხალხით… მოხარული ვარ ,რომ ბატონ ანზორ თავართქილაძის მეშვეობით გავიცანი თურქეთში მცხოვრები უაღრესად საინტერესო ქართველი, მოღვაწე კაცი მეთინ ულუდაგი (ხმალაძე), რომელიც სათავეში ჩაუდგა ქართული ერთობის დარბაზის: კონგრესის ანკარის სესიის მზადებას…

.ბატონ მეთინს მიაჩნია რომ თურქეთში მცხოვრებმა ქართველობამ და საქართველოს მეგობრებმა უნდა ჩავატაროთ ისეთი კონგრესი,რომლითაც იამაყებს,როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველობა და თურქეთის ხელისუფლება, ასევე საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ინტელიგენცია,საქართველოს ხელისუფლება,მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველობა,საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები…

ნიშანდობლივია,რომ ასეთივე განწყობა გამოხატეს სტამბულში შეხვედრის დროს თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა მოღვაწეემა, ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ისმეთ აჯარმა და ცნობილმა მეცნიერმა, პროფესორმა მევლუდ ართვინმა

იგივე განწყობა აქვს ქართული წარმომავლობის მოღვაწეს  მუსა აიდინს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია თურქეთში, ამჟამად თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია,ადრე ქალაქ .ბურსას მერის მოადგილე იყო. მისი აზრით ეს სრულიად განსხვავებული შეხვედრა უნდა იყოს, ვიდრე მთელი რიგი სეპარატისტული შეხვედრები,რომელთაც მოიცვეს თურქეთი და ვნებს ყველას და ყველაფერს.

ბედნიერი ვარ,რომ გავიცანი ბატონი მეთილის მამა,ძმები,შვილი.გახსენით ეს ლინკიhttp://www.uludaglar.com/site/akyazimcom/soyagaci/ და დარწმუნდებით რა ძლიერი ქართული განწყობის ქართული დინასტიაა ბატონი მეთინის გვარი,როგორ იცავენ და უფრთხილდებიან თავის წარსულს.

ჩემთვის დიდი პატივი იყო,რომ ანკარაში ქართველობასთან შეხვედრების მეგზურობას მიწევდა ბატონი მეთინი,მეხმარებოდნენ ბატონი მეთინის შვილი ფათიჰ ულუდაგი ,რომელმაც ეხლახან დაამთვარა დედაქალაქის უნივერსიტეტი და ბატონ ანზორ თავართქილაძის შვილიშვილი ანა,რომელიც ანკარის უნივერსიტეტის მაგსტრატურაში სწავლობს.

მართლაც,დიდი საუნჯეა,დიდი ინტელექტუალური ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა…სამწუხაროდ,დღემდე შეუფასებელიც, დაუფასებელიც და, შესაბამისად,გამოუყენებელიც.მრჩება შთაბეჭდილება,რომ ქართულ ნიჭიერებას და ნიჭს მეტად აფასებენ უცხოეთში,ვიდრე საქართველოში,რადგან საქართველოში ნიჭსა და ნიჭიერებაზე წინ ხელისუფლებაშიც და მის გარეთაც პოლიტიკოსები პირად ერთგულებას აყენებენ

ხვალ შეხვედრა შედგება თურქეთის სხვა ქალაქებში…12 ივლისს,პეტრე-პავლობას დიდი ქართული შეხვედრა ათენში.- ნათქვამია “თეთრების” ლიდერის განცხადებაში

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *