დიდი ინტელექტუალური ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა

 

ქართველობის დიდი შეკრება შედგა ანკარაში

 1445„თეთრების“ ლიდერი და „ქართული ერთობი დარბაზის“ წევრი, თემურ შაშიაშვილი განაგრძობს  თურქეთში ვიზიტს. დღეს, ვიზიტის  ფარგლებში შედგა შეხვედრა ანკარაში მცოხვრებ ქართველებთან. შეხვედრამ, რომელიც მიეძღვნა  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ანკარის სესიის მზადების, უაღრესად თბილ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა.

„ვამაყობ ამ ხალხით… ვამაყობ იმით ,რომ ბატონ ანზორ თავართქილაძის მეშვეობით გავიცანი თურქეთში მცხოვრები უაღრესად საინტერესო ქართველი,მოღვაწე კაცი მეთინ ულუდაგი (ხმალაძე ),რომელიც სათავეში ჩაუდგა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ანკარის სესიის მზადებას… – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა. , – ბედნიერი ვარ, იმითაც, რომ გავიცანი ბატონი მეთილის მამა, ძმები, შვილი. ყველა, ვინც გაეცნობა მათ გენეალოგიას, დარწმუნდებით რა ძლიერი ქართული განწყობის ქართული დინასტიაა ბატონი მეთინის გვარი, როგორ იცავენ და უფრთხილდებიან თავის წარსულს. მართლაც,დიდი საუნჯეა, დიდი ინტელექტუალური ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა…სამწუხაროდ,დღემდე შეუფასებელიც და დაუფასებელიც“.

თემურ შაშიაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ამ პროცესში თურქეთში მცხოვრები ქართველების ახალგაზრდა თაობაც აქტიურად არის ჩართული მისი თქმით, ანკარაში ქართველობასთან შეხვედრებისას მას მეგზურობას უწევდა ბატონი მეთინ ულუდაგის შვილი ფათიჰ ულუდაგი ,რომელმაც ეხლახან დაამთვარა დედაქალაქის უნივერსიტეტი და ბატონ ანზორ თავართქილაძის შვილიშვილი ანა,რომელიც ანკარის უნივერსიტეტის მაგსტრატურაში სწავლობს…

„ქართული ერთობის დარბაზის“ ანკარის კონგრესის ორგანიზატორის,  მეთინ ულუდაგის განცხადებით  „თურქეთში მცხოვრებმა ქართველობამ და საქართველოს მეგობრებმა უნდა ჩაატარონ ისეთი კონგრესი,რომლითაც იამაყებს,როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველობა და თურქეთის ხელისუფლება,ასევე საქართველოს მოსახლეობა,ქართველი ინტელიგენცია,საქართველოს ხელისუფლება,მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველობა,საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები… ასეთივე განწყობა გამოხატეს სტამბულში შეხვედრის დროს თურქეთში მცხოვრებმა დიდმა ქართველმა მოღვაწემ,ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ისმეთ აჯარმა და ცნობილმა მეცნიერმა ,პროფესორმა მევლუდ ართვინმა.

ხვალ, შეხვედრები შედგება თურქეთის სხვა ქალაქებში…

12 ივლისს,პეტრე-პავლობას დაგეგმილია  დიდი ქართული შეხვედრა ათენში.

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

9.07.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *