(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი თურქეთში ანკარაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

თემურ შაშიაშვილი თურქეთში ანკარაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

„თეთრების“ ლიდერი და „ქართული ერთობი დარბაზის“ წევრი, თემურ შაშიაშვილი თურქეთში ვიზიტს  განაგრძობს . დღეს, ვიზიტის  ფარგლებში,   შეხვედრა ანკარაში მცხოვრებ ქართველებთან შედგა. შეხვედრამ, რომელიც  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ანკარის სესიის მზადებას მიეძღვნა, უაღრესად თბილ და საქმიან  ვითარებაში ჩაიარა.

„ვამაყობ ამ ხალხით. ვამაყობ იმით, რომ ბატონ ანზორ თავართქილაძის მეშვეობით გავიცანი თურქეთში მცხოვრები უაღრესად საინტერესო ქართველი, მოღვაწე კაცი მეთინ ულუდაგი (ხმალაძე ), რომელიც სათავეში ჩაუდგა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ანკარის სესიის მზადებას”,- განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

“ბედნიერი ვარ, იმითაც, რომ გავიცანი ბატონი მეთილის მამა, ძმები, შვილი. ყველა, ვინც გაეცნობა მათ გენეალოგიას, დარწმუნდებით რა ძლიერი ქართული განწყობის ქართული დინასტიაა ბატონი მეთინის გვარი, როგორ იცავენ და უფრთხილდებიან თავის წარსულს. მართლაც, დიდი საუნჯეა, დიდი ინტელექტუალური ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა. სამწუხაროდ,დღემდე შეუფასებელიც და დაუფასებელიც“, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

თემურ შაშიაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ამ პროცესში თურქეთში მცხოვრები ქართველების ახალგაზრდა თაობაც აქტიურად არის ჩართული.

მისი თქმით, ანკარაში ქართველობასთან შეხვედრებისას მას მეგზურობას  ბატონი მეთინ ულუდაგის შვილი ფათიჰ ულუდაგი უწევდა, რომელმაც დედაქალაქის უნივერსიტეტი ახლახან დაამთვარა და ბატონ ანზორ თავართქილაძის შვილიშვილი ანა, რომელიც ანკარის უნივერსიტეტის მაგსტრატურაში სწავლობს.

„ქართული ერთობის დარბაზის“ ანკარის კონგრესის ორგანიზატორის,  მეთინ ულუდაგის განცხადებით  „თურქეთში მცხოვრებმა ქართველობამ და საქართველოს მეგობრებმა უნდა ჩაატარონ ისეთი კონგრესი,რომლითაც იამაყებს,როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველობა და თურქეთის ხელისუფლება,ასევე საქართველოს მოსახლეობა,ქართველი ინტელიგენცია, საქართველოს ხელისუფლება, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველობა,საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები.  ასეთივე განწყობა გამოხატეს სტამბულში შეხვედრის დროს თურქეთში მცხოვრებმა დიდმა ქართველმა მოღვაწემ,ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ისმეთ აჯარმა და ცნობილმა მეცნიერმა ,პროფესორმა მევლუდ ართვინმა.ხვალ, შეხვედრები შედგება თურქეთის სხვა ქალაქებში.

„თეთრების“ პრეს-ცენტრის ინფორმაციით,  12 ივლისს,პეტრე-პავლობას დაგეგმილია  ათენში დიდი ქართული შეხვედრა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *