(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: დიდი ინტელექტუალური ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა!

 1445„თეთრების” ლიდერი და „ქართული ერთობის დარბაზის” წევრი თემურ შაშიაშვილი განაგრძობს  თურქეთში ვიზიტს. დღეს, ვიზიტის  ფარგლებში, შეხვედრა შედგა  ანკარაში მცხოვრებ ქართველებთან.

„ვამაყობ ამ ხალხითვამაყობ იმით , რომ ბატონ ანზორ თავართქილაძის მეშვეობით გავიცანითურქეში მცხოვრები უაღრესად საინტერესო ქართველი, მოვაწე კაცი მეთინ ულუდაგი (ხმალაძე ),რომელიც სათავეში ჩაუდგა ქართული ერთობის დარბაზის კონგრესის ანკარის სესიის მზადებას.ბედნიერი ვარ იმითაც, რომ გავიცანი ბატონი მეთილის მამა, ძმები, შვილი. ყველა, ვინც გაეცნობა მათ გენეალოგიას, დარწმუნდებით, რა ძლიერი ქართული განწყობის ქართული დინასტიაა ბატონიმეთინის გვარი, როგორ იცავენ და უფრთხილდებიან თავის წარსულს. მართლაც, დიდი საუნჯეა,დიდი ინტელექტუალური ძალაა უცხოეთში მცხოვრები ქართველობა სამწუხაროდ, დღემდე შეუფასებელიც და დაუფასებელიც, – განაცხადა პარტიის ლიდერმა.

თემურ შაშიაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ ამ პროცესში თურქეთში მცხოვრები ქართველების ახალგაზრდა თაობაც აქტიურად არის ჩართული. მისი თქმით, ანკარაში ქართველობასთან შეხვედრებისას მას მეგზურობას უწევდა ბატონი მეთინ ულუდაგის შვილი ფათიჰ ულუდაგი, რომელმაც ახლახან დაამთვარა დედაქალაქის უნივერსიტეტი და ბატონ ანზორ თავართქილაძის შვილიშვილი ანა, რომელიც ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობს…

„ქართული ერთობის დარბაზის” ანკარის კონგრესის ორგანიზატორის  მეთინ ულუდაგის განცხადებით,  „თურქეთში მცხოვრებმა ქართველობამ და საქართველოს მეგობრებმა უნდა ჩაატარონ ისეთი კონგრესი, რომლითაც იამაყებს როგორც თურქეთში მცხოვრები ქართველობა და თურქეთის ხელისუფლება, ასევე საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ინტელიგენცია, საქართველოს ხელისუფლება, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველობა, საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები… ასეთივე განწყობა გამოხატეს სტამბოლში შეხვედრის დროს თურქეთში მცხოვრებმა დიდმა ქართველმა მოღვაწემ, ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ისმეთ აჯარმა და ცნობილმა მეცნიერმა, პროფესორმა მევლუდ ართვინმა.

ხვალ შეხვედრები შედგება თურქეთის სხვა ქალაქებში. 12 ივლისს, პეტრე-პავლობას დაგეგმილია  დიდი ქართული შეხვედრა ათენში.

წყარო http://archiveshare.net/v2/10072015/c/9/d/0/5/1cdaa3f1e8b0be7d4ff598dc7088fb1df44/b927b7794f646272b8fa5327138f4127fb36a582/web/?archSh=1

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *