თემურ შაშიაშვილი: მადლობა ბერძენ ხალხს

11659412_727142624097579_8112510907665163078_n„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, უცხოეთის ქვეყნებში  ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთს ეწვია. მან მეტად ნაყოფიერი შეხვერდები გამართა საბერძნეში მცხოვრებ თანამემამულეებთან. თემურ შაშიაშვილის თქმით   საბერძნეთის ქართველობა დიდ თანადგომას უცხადებს ბერძენ ხალხს მისთვის რთულ და გადამწყვეტ მომენტში.  ამ საქმეს სათავეში “ქართული კულტურის ცენტრი”, მისი ხელმძღვანელი პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე უდგას სათავეში. საბერძნეთში ვიზიტის შთაბეჭდილებები თეთრების ლიდერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასახა.

“მეამაყება,რომ საბერძნეთის ქართველობა ასეთ თანადგომას უცხადებს ბერძენ ხალხს მისთვის რთულ და გადამწყვეტ მომენტში და ამ საქმეს სათავეში “ქართული კულტურის ცენტრი”,მისი ხელმძღვანელი ,პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე უდგას სათავეში.

მოხარული ვარ, რომ ამ დიდ დღეს,პეტრო-პავლობას ვარ ათენში და ვმონაწილეობ თანადგომის ამ დიდ შეხვედრაში.

გამორჩეულად ვამბობ იმასაც,რომ გუშინ საბერძნეთის ერთერთ ცნობილ პოლიტიკოსთან-ევროპარლამენტის ყოფილ დეპუტატთან,პირეასა და ნიკეას ყოფილ მერთან-სტელიოს ლაგოფეტისთან ერთად ავღნიშნეთ ქუთაისისა და ნიკეას დაძმობილების 30 წლისთავი.ამ მეგობრობის დიდი დასტურია ქუთაისის ქუჩა ნიკეაში და ნიკეასი ქუთაისში.

ბატონმა სტელიოსმა ყველა საქმე გადადო და დღეს ერთად ვიქნებით ბერძენი ხალხისადმი ქართული თანადგომის საღამოზე.მიხარია,რომ დიდი ქალბატონიც,თბილისზე სიმღერის მსოფლიოში აღიარებული იოვანაც გვიერთდება.

მადლობა ბერძენ ხალხს ქართველების თანადგომისათვის და იმისათვის რომ რეფერენდუმით დიდი ზარი შემოკრა…ზარი,რომელიც ,როგორც უკვე ჩანს,სასიკეთოდ შეცვლის მსოფლიო პოლიტიკურ პროცესს!”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *