(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი უცხოეთის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთს ეწვია

1445„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, უცხოეთის ქვეყნებში  ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთს ეწვია. მან მეტად ნაყოფიერი შეხვერდები საბერძნეში მცხოვრებ თანამემამულეებთან გამართა.

თემურ შაშიაშვილის თქმით, საბერძნეთის ქართველობა ბერძენ ხალხს მისთვის რთულ და გადამწყვეტ მომენტში დიდ თანადგომას უცხადებს.  ამ საქმეს სათავეში “ქართული კულტურის ცენტრი”, მისი ხელმძღვანელი პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე უდგას სათავეში. სწორედ ქართული კულტურის ცენტრის ეგიდით,გუშინ ათენში  გაიმართა ბერძენი ხალხისადმი ქართველთა თანადგომის დიდი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „თეთრების“ ლიდერმა.

„მოხარული ვარ, რომ  პეტრო-პავლობას ვარ ათენში და ვმონაწილეობ ბერძენი ხალხისადმი ქართველთა თანადგომის  დიდ შეხვედრაში. მადლობა, ბერძენ ხალხს, რომელმაც რეფერენდუმით დიდი ზარი შემოკრა…ზარი, რომელიც როგორც უკვე ჩანს, სასიკეთოდ შეცვლის მსოფლიო პოლიტიკურ პროცესს!“ – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

იმავე დღეს თემურ შაშიაშვილი შეხვდა საბერძნეთის ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსს, ევროპარლამენტის ყოფილ დეპუტატს, პირეასა და ნიკეას ყოფილ მერს – სტელიოს ლაგოფეტის, რომელთან  ერთადაც აღნიშნეს ქუთაისისა და ნიკეას დაძმობილების იმავე საღამოს ათენში გაიმართა  ბერძენი ხალხისადმი ქართული თანადგომის საღამო. რომელსაც „თეთრების“ ლიდერთან ერთად დაესწრო ნიკეას ყოფილი მერი და ცნობილი მომღერალი,  თბილისზე სიმღერის მსოფლიოში აღიარებული შემსრულებელი, იოვანა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *