თემურ შაშიაშვილი: სწორედ საქართველოდან წასულებმა ნახეს ნამდვილი ევროპა, ამერიკა,რუსეთი

შეხვედრა საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან

11701173_10205802435531529_5900012183104575550_nუცხოეთში ვიზიტით მყოფი „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “თეთრების” ლიდერი ასე აფასებს შეხვედრას:

“ბრწყინვალე შეხვედრა შედგა.. რომელსაც ესწრებოდა 50 მდე თანამემამულე და ერთი ჩვენი ბერძენი სიძე (უაღრესად ღირსეული და წარმოსადეგი კაცი)

საუბარმა დამამძიმა…ჩვენ, როგორც ჩანს, არ შეგვიძლია ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების  უმძიმესი მდგომარეობის რეალური  გაცნობიერება. მაგრამ  მახარებს და მაიმედებს, რომ საქართველოდან წასულებმა ნახეს ნამდვილი ევროპა, ამერიკა,რუსეთი და დარწმუნდნენ, რომ ის სულ სხვაა,ვიდრე მათ ეს წარმოედგინათ და ვიდრე საქართველოში დარჩენილებს წარმოგვიდგენია.სწორედ უცხოეთში მცხოვრება ქართველებმა ყველაზე უკეთ   გააცნობიერეს რომ საქართველოს გადარჩენა საქართველოშია და არა სხვაგან,მით უფრო გამოგონილ უცხო ქვეყანნებში“

„თეთრების“ პრეს-ცენტრი

16.07.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *