(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: სწორედ საქართველოდან წასულებმა ნახეს ნამდვილი ევროპა, ამერიკა, რუსეთი

 

11701173_10205802435531529_5900012183104575550_nპარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საბერძნეთში ვიზიტის დროს იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ შაშიაშვილმა აღნიშნა, „ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა”.

 „საუბარმა დამამძიმა… ჩვენ, როგორც ჩანს, არ შეგვიძლია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების  უმძიმესი მდგომარეობის რეალური  გაცნობიერება. მაგრამ  მახარებს და მაიმედებს, რომ საქართველოდან წასულებმა ნახეს ნამდვილი ევროპა, ამერიკა, რუსეთი და დარწმუნდნენ, რომ ის სულ სხვაა, ვიდრე მათ ეს წარმოედგინათ და ვიდრე საქართველოში დარჩენილებს წარმოგვიდგენია. სწორედ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა ყველაზე უკეთ   გააცნობიერეს, რომ საქართველოს გადარჩენა საქართველოშია და არა სხვაგან, მით უფრო, გამოგონილ უცხო ქვეყნებში”, – განაცხადა შაშიაშვილმა. 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *