“საქართველოში უნდა ვამაყობდეთ თქვენით!

11742879_10205813033956483_4707290938522219365_nსაბერძნეთში ვიზიტად მყოფი თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიწვეული იყო “ათენის, განათლებისა და კულტურის ცენტრს ”კავკასია”ს ( ხელმძღვანელი ავთანდილ მიქაბერიძე) მიერ მოწყობილ საქველმოქმედო კონცერტში.  თემურ შაშიაშვილმა უაღრესად მაღალი შეფასება მისცა საბერძნეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების მოღვაწეობას.

“მეამაყება,რომ საბერძნეთის ქართველობა ასეთ თანადგომას უცხადებს ბერძენ ხალხს მისთვის რთულ და გადამწყვეტ მომენტში და ამ საქმეს “ქართული კულტურის ცენტრი”,მისი ხელმძღვანელი ,პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე უდგას სათავეში.

მოხარული ვარ, რომ ამ დიდ დღეს,პეტრო-პავლობას ვარ ათენში და ვმონაწილეობ თანადგომის ამ დიდ შეხვედრაში.

რაც თქვენ გააკეთეთ,ბატონო ავთანდილ,თქვენს მეგობრებთან ერთად,ამის გაკეთება საქართველოშიც კი გაკვირვებას გამოიწვევდა.ამდენი გაღიმებული ქართველი და მადლიერებით სავსე ბერძნები,მართლაც,იმედისმომცემი ბერძენი დარბაზში და ასეთი ხელოვნება სცენაზე,მართლაც,წარმოუდგენლად შთამბეჭდავი იყო.

დღემდე იმ შთაბეჭდილებით ვარ,რა საუბარიც შედგა ქალბატონი მარინა გელოვანის ინიციატივით შედგა ურთიერთდახმარების ფონდში.

დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი შეხვედრის, გულიანი ქართული საუბრისა და ქართული ხელოვნებისათვის!

საქართველოში უნდა ვამაყობდეთ თქვენით!” –  ნათქვამია “თეთრების” ლიდერის განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

“თეთრების” პრეს-ცენტრი

16.07.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *