(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: მომაბეზრებლად ვლაპარაკობთ ევროპაზე, ჩვენს ევროპელობაზე და დავივიწყეთ კავკასია

თემურ შაშიაშვილი: მომაბეზრებლად ვლაპარაკობთ ევროპაზე, ჩვენს ევროპელობაზე   და დავივიწყეთ კავკასია

„თეთრების“ლიდერი, თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ კავკასიის ქვეყნებმა მსოფლიო პროცესებზე ერთიანი ხედვა უნდა შეიმუშავონ, რაც ამ რეგიონში მშვიდობისა და  წარმატებული მომავალის  მთავარი საწინდარია და კავკასიის ქვეყნების პოლიტიკოსების ძალისხმევაც სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენ გამუდმებით,უკვე მომაბეზრებლად ვლაპარაკობთ ევროპაზე, ჩვენს ევროპელობაზე   და დავივიწყეთ კავკასია – ანუ ჩვენი სიძლიერეც და მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ყოველ ეტაპზე, კაცობრიობისა და მისი ცივილიზაციის ერთ-ერთი საწყისი…  დამაფიქრებელია, რომ  სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფო და სამი განსხვავებული პოლიტიკური ხედვაა. მსოფლიო პროცესებზე გავლენას კი კავკასია მხოლოდ ერთიანი (ან დაახლოებული მაინც) პოლიტიკური ხედვით შეძლებს. სწორედ გლობალური მიდგომა არის ერთადერთი გზა კავკასიის სამივე ქვეყნისთვის ასე მტკივნეული ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტისა. რაც დღეს კავკასიის მოუშუშებელ ჭრილობად იქცა და ძალაუფლების მაძიებელი სკამის პოლიტიკოსების მიერ წარმოებული პრიმიტიული პოლიტიკის შედეგია. ისინი ოსტატურად იყენებენ ტერიტორიულ პრობლემებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა  და შემდგომი შენარჩუნების მიზნით.  გლობალური აზროვნება, ურთიერთობების ჰარმონიზაცია ძლიერთა გზაა, ხოლო პრიმიტიული აზროვნება, რაც კონფრონტაციასაც მოიცავს, სუსტების გზა.

პოლიტიკოსებმა ვინც საკუთარი ქვეყნების მომავალზე ზრუნავენ, პირველი გზა  უნდა აირჩიონ   ამ მიმართულებით  მართებთ დაფიქრება და ძალისხმევის გაერთიანება. სხვა შემთხვევაში, ანუ დიდი ქვეყნების მიერ განაწილებული სამხრეთ კავკასია,-მალე ახლო აღმოსავლეთს დაემსგავსება – ცეცხლის ალში გაეხვევა, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, “თეთრებს” დაწყებული აქვს ამ საკითხზე კონსულტაციები მეცნიერებთან, და ცნობილ ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ…ამ კუთხით მას უაღრესად პერსპექტიულად მიაჩნია ცნობილი დიპლომატის,  ზურაბ ხონელიძის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით..“თეთრების“ ლიდერის  აზრით ეს პროცესები უნდა დაჩქარდეს, რადგან   დაგვიანება ამ საკითხში-კავკასიის აფეთქების ტოლფასია.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *