(sazogadoeba.ge)„რუსეთის ლანძღვით სკამის მოპოვება ადვილია, ამიტომ ქართული პოლიტიკა გაივსო ძალაუფლების მოყვარული, სულმოკლე პოლიტიკოსებით“

1445„დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ რუსეთთან ძალის ენით ლაპარაკი, იარაღით ლაპარაკი, ნიშნავს შენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გაძლიერებას“- ეს განცხადება „თეთრების“ ლიდერმა რუსეთ-საქართველოს ურტიერთობების შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, საქართველომ, განსხვავებით ევროპის იმ ქვეყნებისგან, რომელთაც რუსთთან ომი წააგეს, ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთთან იარაღით ლაპარაკი არ შეიძლება.

„დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ რუსეთთან ძალის ენით ლაპარაკი, იარაღით ლაპარაკი, ნიშნავს შენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გაძლიერებას, რუსული გავლენის გაძლიერებას. ეს პრინციპი ყველაზე მეტად იმ ქვეყნებმა გააცობიერეს, რომელთაც რუსეთთან ომი წააგეს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია…) ჩვენ იმ ქვეყნებს შორის პირველი ვართ, რომელთაც ეს ვერ გავიცნობიერეთ, მიზეზი მარტივია, უკვე ათწლეულებია  რუსეთის ლანძღვა-გინებით ყველაზე სწრაფად და მარტივად მოიპოვებ სკამს – მოდიხარ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომაა, რომ ქართული პოლიტიკა გაივსო ძალაუფლების მოყვარული, სულმოკლე პოლიტიკოსებით, ქართულმა პოლიტიკამ გონება დაკარგა. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=31858

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *