(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: რუსეთის ლანძღვა-გინებით ყველაზე მარტივად მოიპოვებ სკამს – მოდიხარ ხელისუფლებაში…

news_72292

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ კავკასიის ქვეყნებმა მსოფლიო პროცესებზე ერთიანი ხედვა უნდა შეიმუშაონ, რაც ამ რეგიონში მშვიდობისა და  წარმატებული მომავალის  მთავარი საწინდარია და კავკასიის ქვეყნების პოლიტიკოსების ძალისხმევაც სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული.

„ჩვენ გამუდმებით, უკვე მომაბეზრებლად ვლაპარაკობთ ევროპაზე, ჩვენს ევროპელობაზე დადავივიწყეთ კავკასიაანუ ჩვენი სიძლიერეც და მსოფლიო პოლიტიკის ერთერთი განმსაზღვრელიყოველ ეტაპზე, კაცობრიობისა და მისი ცივილიზაციის ერთერთი საწყისი  

დამაფიქრებელია, რომ  სამხრეთ კავკასიაში სამი სახელმწიფო და სამი განსხვავებული პოლიტიკურიხედვა. მსოფლიო პროცესებზე გავლენას კი კავკასია მხოლოდ ერთიანი (ან დაახლოებული მაინც)პოლიტიკური ხედვით შეძლებს. სწორედ გლობალური მიდგომა არის ერთადერთი გზა კავკასიის სამივე ქვეყნისთვის ასე მტკივნეული ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტისა. რაც დღეს კავკასიის მოუშუშებელ ჭრილობად იქცა და ძალაუფლების მაძიებელი სკამის პოლიტიკოსების მიერ წარმოებული პრიმიტიული პოლიტიკის შედეგია. ისინი ოსტატურად იყენებენ ტერიტორიულ პრობლემებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა  და შემდგომი შენარჩუნების მიზნით.  გლობალური აზროვნება, ურთიერთობების ჰარმონიზაცია ძლიერთა გზაა, ხოლო პრიმიტიული აზროვნება, რაც კონფრონტაციასაც მოიცავს, სუსტების გზა.

 

პოლიტიკოსებმა, ვინც საკუთარი ქვეყნების მომავალზე ზრუნავენ, პირველი გზა უნდა აირჩიონ. ამმიმართულებით მართებ დაფიქრება და ძალისხმევის გაერთიანება. სხვა შემთხვევაში, ანუ დიდიქვეყნების მიერ განაწილებული სამხრეთ კავკასია მალე ახლო აღმოსავლეთს დაემსგავსება –ცეცხლის ალში გაეხვევა, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

შაშიაშვილის განმარტებითვე, „თეთრებს” დაწყებული აქვს ამ საკითხზე კონსულტაციები მეცნიერებთან, ცნობილ ექსპერტებთან და პოლიტიკოსებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ… ამ კუთხით „თეთრების” ლიდერს პერსპექტიულად მიაჩნია ცნობილი დიპლომატის  ზურაბ ხონელიძის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით.

შაშიაშვილს მიაჩნია, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან – რუსეთთან დამოკიდებულება, პოლიტიკური სიმწიფისა და პასუხისმგებლობის ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად იქცა.

„დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად გააცნობიერა, რომ რუსეთთან ძალის ენით, იარაღით ლაპარაკი ნიშნავს შენს ქვეყანაში რუსული პოლიტიკის გაძლიერებას, რუსული გავლენის გაძლიერებას. ეს პრინციპი ყველაზე მეტად იმ ქვეყნებმა გააცობიერეს, რომელთაც რუსეთთან ომი წააგეს (გერმანია, საფრანგეთი, იტალია…). ჩვენ იმ ქვეყნებს შორის პირველი ვართ, რომელთაც ეს ვერ გავიცნობიერეთ, მიზეზი მარტივია, უკვე ათწლეულებია რუსეთის ლანძღვა-გინებით ყველაზე სწრაფად და მარტივად მოიპოვებ სკამს – მოდიხარ ხელისუფლებაში. სწორედ ამიტომაა, რომ ქართული პოლიტიკა გაივსო ძალაუფლების მოყვარული, სულმოკლე პოლიტიკოსებით, ქართულმა პოლიტიკამ გონება დაკარგა”, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

 

წყარო:

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *