(politiko.ge) თემურ შაშიაშვილი: პატრონიანებმა დაიბრუნეს წართმეული ქონება, უპატრონოები აღარც ოცნებობენ!

news_71964პარტია „თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალია და ამის მაგალითად „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ასახელებს.
    „ვადასტურებ, რომ საქართველოში ყვავის შერჩევითი სამართალი. ამის დადასტურებას არ სჭირდება მაღალი რანგის ევროპარლამენტართა ჩამოსვლა და შეფასებითი განცხადებები, მით უფრო დაინტერესებული პიროვნებების, რომელთაგანაც სრულიად განსხვავებული პოზიცია მაქვს. ამის დასტურია ის, რომ მართალია რამდენიმე ბობოლა „ნაციონალი”  ზის ციხეში, გარეთ ნავარდობენ ის „ნაციონალები“, რომელთაც მოძებნეს საერთო ენა „ქართული ოცნების” მაღალ ეშელონებში.
    „უამრავი ფაქტის დასახელება შეიძლება, მაგრამ ერთის განზოგადებითაც კარგად გამოჩნდება საერთო სურათი. გავიხსენოთ „ნაციონალების” ჯერ გზების, შემდეგ კი, რეგიონული მართვის მინისტრი ნიკოლაიშვილი… მას სრულიად სამართლიანად თვლიდნენ ბიუჯეტის ფულის ხაზინადარად – კარგად ახერხებდა ბიუჯეტის ძარცვას და მისი ნაწილით „ნაციონალების”დაფინანსებას… „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საოცარ შეფასებებს აკეთებდნენ მის კრიმინალურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საპარლამენტო არჩევნების და ახალი ხელისუფლების პირველ პერიოდში. შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა, როგორც ჩანს, კახი კალაძესთან მისი კავშირების გამო. დღეს ეს კაცი დიდი ფიგურაა და მისი ხელმოწერით დასტურდება სახელმწიფოს მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან აღებული მილიარდ ნახევრის ხარჯვა… ფული იხარჯება, ვალი გვედება, საქმე კი არ კეთდება.„ნაცების” დიდ ხაზინადარ-კრიმინალს კარგი პატრონი ჰყავს ამ ხელისუფლებაშიც. მსგავსი ფაქტებით სავსეა დღევანდელობა, რაც ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ამას ადასტურებს ისიც, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც არაერთი მდიდრდება წარმატებულად, იციან კიდეც, მაგრამ….მაგრამ რაც არ ეპატიება უპატრონო კრიმინალს, ეპატიება-პატრონიანს. პატრონიანებმა დაიბრუნეს წართმეული ქონება, უპატრონოები აღარც ოცნებობენ „ოცნების” მიერ „ნაცების” წართმეულის დაბრუნებაზე“-აცხადებს შაშიაშვილი.
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *