(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლებამ დიდი ხელოვანის თხოვნა უპასუხოდ დატოვა, მაშინ როდესაც არაერთი კრიმინალის განთავისუფლება წარმატებულად მოახერხა

shhhh„დიდი ხელოვანის ჰუმანური თხოვნა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხოდ დატოვეს,  მაშინ როცა არაერთი კრიმინალის განთავისუფლება  წარმატებულად მოახერხეს. “- აღნიშნულ განცხადებას პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს და რეჟისორ რეზო ჩხიძის თხოვნას იხსენებს, რომლითაც მან ორი წლის წინ ხელისუფლებას მიმართა.

„ორი წლის წინ რეზო ჩხეიძემ პრეზიდენტს,  პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტარებს თხოვნით მიმართა„…ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საერთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან.

ხელისუფალი, რომელიც ისეთი რანგის მოღვაწის წინადადებას იგნორირებას უკეთებს და არც პასუხობს საერთო სატკივარის გამომხატველ წინადადებაზე-ამ ქვეყნის ხელისუფალი არ არის, სხვის ინტერესებს ემსახურება, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ ხელისუფალთა “მოღვაწეობის” შედეგია,რომ ქვეყნის შიგნით ხალხი სულს ღაფავს გაჭირვებისაგან და ქვეყნის გარეთ ე.წ. „ჩვენი მეგობრები“ კმაყოფილინი არიან ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და ხელისუფლების საქმიანობით, სამწუხაროდ, ქვეყანას არ ჰყავს ხალხის ინტერესების გამომხატველი პრეზიდენტი, პარლამენტი, ხელისუფლება საერთოდ”  –  აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, ასეთივე დამოკიდებულებაა საყოველთაოდ მხარდაჭერილი და პატრიარქის მიერ არაერთგზის მოწონებული ორი დიდი ეროვნული ინიციატივისადმი. მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარებისადმი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბატონი რეზო ჩხეიძის მიერ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჟღერებული, მათ მიერ სრულიად იგნორირებული ჰუმანური მოთხოვნა უკვე თავად წამოაყენონ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მოხერხებულად გამოიყენონ.

„ამის ნიშნები დღეს უკვე გამოჩნდა: ხელისუფლებამ, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ, წლების წინ ყურადღება მიექცია დიდი მოღვაწის თხოვნისთვის, შესაძლოა დღეს ცალკეული პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნოდ წამოყენებული იგივე მოთხოვნა დააკმაყოფილოს  და შემდგომ წინასაარჩევნო პიარისთვის გამოიყენოს“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *