(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: რეზო ჩხეიძე ითხოვდა – ქალბატონები, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან

chxeidze rezoპარტია „თეთრების” ლიდერი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:

 ორი წლის წინ რეზო ჩხეიძემ პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტარებსთხოვნით მიმართა: „ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საერთოდხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელსგადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონები, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ანადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან”.

 დიდი ხელოვანის ჰუმანური თხოვნა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხოდ დატოვეს,  მაშინ როცა არაერთი კრიმინალის განთავისუფლება  წარმატებულად მოახერხეს. 

 ხელისუფალი, რომელიც ისეთი რანგის მოღვაწის წინადადებას იგნორირებას უკეთებს და არცპასუხობს საერთო სატკივარის გამომხატველ წინადადებაზე-ამ ქვეყნის ხელისუფალი არ არის, სხვისინტერესებს ემსახურება, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ ხელისუფალთა “მოღვაწეობის” შედეგია, რომ ქვეყნის შიგნით ხალხი სულს ღაფავს გაჭირვებისაგან და ქვეყნისგარეთ ე.წ. „ჩვენი მეგობრები” კმაყოფილნი არიან ქვეყანაში არსებული მდგომარეობით დახელისუფლების საქმიანობით! სამწუხაროდ, ქვეყანას არ ჰყავს ხალხის ინტერესების გამომხატველიპრეზიდენტი, პარლამენტი, ხელისუფლება 

ასეთივე დამოკიდებულებაა საყოველთაოდ მხარდაჭერილი და პატრიარქის მიერ არაერთგზისმოწონებული ორი დიდი ეროვნული ინიციატივისადმი. მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა დასაქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარებისადმი. არ არის გამორიცხული  რომარჩევნების მოახლოებასთან ერთად,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბატონი რეზო ჩხეიძისმიერ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჟღერებული, მათ მიერ სრულიად იგნორირებული ჰუმანურიმოთხოვნა უკვე თავად წამოაყენონ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მოხერხებულად გამოიყენონ.

 ამის ნიშნები დღეს უკვე გამოჩნდა: ხელისუფლებამ, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ, წლების წინყურადღება მიექცია დიდი მოღვაწის თხოვნისთვის, შესაძლოა დღეს ცალკეული პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნოდ წამოყენებული იგივე მოთხოვნა დააკმაყოფილოს  და შემდგომწინასაარჩევნო პიარისთვის გამოიყენოს”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *