თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას ვერა და ვერ ეღირსა ხალხის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება

shhhh“ქვეყანას ვერა და ვერ ეღირსა ხალხის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება”, – ამის შესახებ თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს.

„უკვე სამ წელზე მეტია, რაც ქვეყანას მართავს ხალხის ნდობით, მათთვის დაპირებების უხვი გაცემით მოსული ხელისუფლება, რომელმაც წარმატებულად გააგრძელა წინა ხელისუფლების გზა,  უხვად გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები უცებ დაივიწყა და დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დაგვპირდა. ხელისუფლება, რომლის უმრავლესობამ, პრეზიდენტით დაწყებული პარლამენტარებით, მინისტრებით, თუ მერიის და გამგეობის რიგითი თანამშრომლით  დამთავრებული, აქაც წინა ხელისუფლების მსგავსად, მთელი ეს პერიოდი უპირატესად საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას, ხელფასებისა და პრემიების დანიშვნას მოახმარა,  კომფორტსა და  რეზიდენციებს ვერ ელევიან 150 ლარიანი პენსიებისა და დაახლოებით ასეთივე ხელფასების ფონზე. შუბლი გაისქელეს და იმას ამტკიცებენ, რომ დეპუტატის თუ სახელმწიფო მოხელის ხელფასი ძალიან მაღალი უნდა იყოს, რათა მან ცხოვრება შეძლოს. მიაღწიეს კიდეც. მათი ხელფასები ათასებით, პრემიებთან ერთად კი ათიათასებით იზომება. მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული მრავალი ხელოვანი თუ მოღვაწე ვერც კი იოცნებებდნენ ცხოვრების ისე მოწყობაზე, როგორადაც ამას დამოუკიდებელ საქართველოში, ხელისუფლებაში მისვლის პირველსავე წელს  აბსოლუტური უმრავლესობა ახერხებს… ეს ამ ქვეყნის ტრაგედიაა”,  – აღნიშნავს თეთრების ლიდერი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *