(რეპორტიორი )თემურ შაშიაშვილი: გერმანიაში, კლინიკის წინ, სადაც პატრიარქი მკურნალობდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა იყო აღმართული

გერმანიაში ვიზიტით მყოფმა „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, რომელმაც შეხვედრები გამართა ქართველ ემიგრანტებთან, მოინახულა გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

„თეთრების” ლიდერმა განსაკუთრებულად აღნიშნა უწმინდესის მიმართ გამოხატული უდიდესი პატივისცემა და მოწიწება:

ბედნიერებაა, რომ ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში გვყავს გამორჩეული სულიერი მოძღვარი,რომლის ავტორიტეტი მთელ მსოფლიოშია აღიარებული, ამას ადასტურებს მსოფლიოს ყველაეკლესიის, სრულიად განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანთა განწყობა პატრიარქისადმი.

 ვიყავი ამაყი, როცა რამდენიმე დღის წინ მქონდა პატივი ბერლინის კლინიკაში ვწვეოდი პატრიარქს,საკუთარი თვალით მენახა გერმანელთა დამოკიდებულება მისადმი. მათ სასწაულებრივად კეთილგანწყობას ადასტურებს ის, რომ კლინიკის წინ, სადაც პატრიარქი გადიოდა მკურნალობის კურსს,გერმანულ სახელმწიფო დროშასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო დროშა იყო აღმართული.ცრემლმორეულები ვიდექით მეუფეებთან ერთად…  

სამწუხაროდ ეს ფაქტი  არავის გაუშუქებია  საქართველოში. მინდა ვკითხო ჩვენს მედიასაშუალებებს,  ნუთუ გერმანელთა ეს მართლაც გამორჩეული ჟესტი და მოწიწება არ უნდა გაეშუქებინათ და გაეზიარებინათ საქართველოს მოსახლეობისთვის?!  არ არსებობს, მსოფლიოში კონფესია რომ უდიდესი პატივისცემა არ ჰქონდეთ საქართველოს პატრიარქის მიმართ. მაგრამ სამწუხაროდ  ქართული მედიასაშუალებები გულგრილნი არიან ჩვენი პატრიარქისადმი უდიდესი მოწიწების გამომხატველი მსგავსი ფაქტების მიმართ”, – განაცხადა „თეთრების” ლიდერმა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *