(guardian.ge)თემურ შაშიაშვილი: ბიძინა ივანიშვილი დაჩიავდა და ამ მდგომარეობიდან უკვე ვეღარ გამოვა

პოლიტიკური პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაჩიავდა და ამ მდგომარეობიდან იგი უკვე ვეღარ გამოვა. შაშიაშვილი ალასანიასაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი საქციელი ამაზრზენია.

“დღეს მის გარემოცვაში რომ არიან გარეთ ისეთ რაღაცეებს ლაპრაკობენ, მე იმის მეათედს არც ვფიქრობ, ვერც ვილაპარაკებ და არც მინდა, რომ ვთქვა, მე ივანიშვილის ფასი ვიცი, ის არც პოლიტიკოსია, არც მმართველია, რასაც აკეთებდა და რის გამოც ხალხს უყვარდა, ის საქმე იცის. თუ ამ საქმეს გააგრძელებდა, ის იქნებოდა ბედნიერი, ივანიშვილი დაჩიავდა, უკვე ვეღარ გამოვა ამ მდგომარეობიდან.

მიხეილ სააკაშვილი მაშინ დაჩიავდა, როცა იძახდა დავით აღმაშენებელი ვარო. ეხლა ივანიშვილი ლაპარაკობს, ილია ჭავჭავაძე ვარო, მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი მუდმივად ამტკიცებდა, რომ განათლებული იყო… ადამიანი, რომელიც ამას ამტკიცებს, გაუნათლებელია. საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ეს პრობლემა ჰქონდა, გამსახურდიას გარდა. ყველა არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა და ამიტომაც იზეპირებდნენ ფილოსოფოსების გვარებს თუ გამონათქვამებს. ივანიშვილი დაჩიავდა იმიტომ, რომ წავიდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.

სხვათა შორის, რეზო ჩხეიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, როცა მე-9 არხს აუქმებდა, ნუ გააუქმებ, კულტურისა და ხელოვნების არხი იყოსო. ბატონმა ბიძინამ ეს არ გითვალისწინა, ვის აინტერესბს კულტურა და მეცნიერება? იტყვის რაღაცას ალასანია, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, ივანიშვილი ჩვენი მამა ღმერთიაო, გამოლაგდებიან მეორე დღეს და პასუხს პასუხზე სცემენ. კი მაგრამ, ამ ქვეყანაში სინდისი აღარ არსებობს? ალასანია იქამდე მივიდა, „ნაციონალებთან“ შეიძლება ლაპარაკიო! ესაა ქვეყანა და ესენი არიან პოლიტიკოსები? მატყუარები!” – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა გაზეთ “კვირის ქრონიკასთან” ინტერვიუში.

– See more at: http://guardian.ge/2725-themur-shashiashvili-bidzina-ivanishvili-dachiavda-da-am-mdgomareobidan-ukve-veghar-gamova.html#sthash.4EKkZNpM.dpuf

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *