(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: ქვეყნის გადარჩენა განათლებულ, პატიოსან და ზნეობრივ ადამიანებს შეუძლია

news_72292პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს:

ბოლო ხანს საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშეებისგამოჩენის შესახებ, რომლებიც დიდი ფულით და ავტორიტეტით სარგებლობენ,  შეავიწროვბენ ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკურ პროცესებს „თავდაყირა დააყენებენ”…

 არავინ იცის, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას,  თუმცა დამაფიქრებელია პოლიტიკაში ფულისა და ფულიანი ადამიანების დიდი გავლენა.

 არ არსებობს ბელადებისა და  მილიარდერების მიერ გადარჩენილი სახელმწიფო. ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ, პატიოსან და ზნეობრივ ადამიანებს   შეუძლია.

 გამოგონილი ბელადებისა და მათი გემოვნებით შექმნილი პარლამენტებისა და მთავრობებისეპოქაში უკვე ვიცხოვრეთ. 

 ეს გზა არ  არის ქართული – ტაძართან ვერ მიგვიყვანს, ტაძრიდან იქ დარჩენილებსაც კი გამოიყვანს.ქვეყნის და ხალხის ხსნა არაა არც მილიარდელებში და არც ბელადებში, მით უფრო ყალბში.

 ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში,  ფრანგი ფილოსოფოსი და განმანათლებელი ვოლტერი ამბობდა: „ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს”.დღევანდელ საქართველოსთან მიმართებაში  კი ვიტყვი – ქვეყნის ხსნა მილიონერებში კი არა, განათლებულ და ზნეობრივ ადამიანებშია”, – აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *