ომი ყველამ წავაგეთ – ქართველებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც

santeliდღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 7 წელი შესრულდა. დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული და დასახიჩრებული ჩვენი სამხედროები, ათასობით ლტოლვილი, და დაუსრულებელი ტკივილი, ასეთია  სამხედრო ავნტურის შედეგი. ამ ტრაგიკულ თარიღს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი გამოეხმაურა:

„ეს იყო სრულიად საქართველოს ტრაგედია.  ომი ყველამ წავაგეთ – ქართველებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც… ომით მხოლოდ პოლიტიკოსებმა მოიგეს – ძალაუფლებაზე შეყვარებულებმა ჩვენი და ჩვენი ძმების სისხლით შეინარჩუნეს ხელისუფლება… ჩვენ პატივს მივაგებთ უზნეო პოლიტიკოსთა მიერ თავსმოხვეულ ომში დაღუპულებს , თავს ვხრით და მუხლს ვიდრეკთ მათი ვაჟკაცობის წინაშე…ჩვენ დღეს პატივს  მივაგებთთ ჩვენს წარსულს და წინაპრებს, შენდობას ვთხოვთ  უფალს. ერთმანეთს და დაღუპულთა სულებს… ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარი ერის და ჩვენი შვილების მომავალზე, ერთიან, ძლიერ სახელმწიფოზე და მშვიდობიან კავკასიაზე,. „- განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა

(ვიდეო) დაღუპულ გმირთა მემორიალზე. დედის ტირილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *