(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ეს იყო სრულიად საქართველოს ტრაგედია

 

დღეს, აგვისტოს ომის დაწყებიდან 7 წელი შესრულდა. დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული დადასახიჩრებული ჩვენი სამხედროები, ათასობით ლტოლვილი, და დაუსრულებელი ტკივილი, ასეთია სამხედრო ავნტურის შედეგი.

ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს:

ეს იყო სრულიად საქართველოს ტრაგედია.  ომი ყველამ წავაგეთ – ქართველებმაც, აფხაზებმაც დაოსებმაც… ომით მხოლოდ პოლიტიკოსებმა მოიგეს – ძალაუფლებაზე შეყვარებულებმა ჩვენი და ჩვენიძმების სისხლით შეინარჩუნეს ხელისუფლება… ჩვენ პატივს მივაგებთ უზნეო პოლიტიკოსთა მიერთავსმოხვეულ ომში დაღუპულებს, თავს ვხრით და მუხლს ვიდრეკთ მათი ვაჟკაცობის წინაშე… ჩვენდღეს პატივს  მივაგებთთ ჩვენს წარსულს და წინაპრებს, შენდობას ვთხოვთ  უფალს. ერთმანეთს დადაღუპულთა სულებს… ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარი ერის და ჩვენი შვილების მომავალზე,ერთიან, ძლიერ სახელმწიფოზე და მშვიდობიან კავკასიაზე“, – განაცხადა „თეთრების” ლიდერმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *