(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: რუსთავი-2-ის არსებობაზე მეტი ტრაგედიაა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის

news_61568„სრულად ვიზიარებ პოზიციას,  რომ  “რუსთავი-2”-თან დაკავშირებით რაც ხდება, სასარგებლოა სწორედ “რუსთავი-2“ -თვის და საზიანოა ქვეყნის ინტერესებისათვის. შეიძლება ითქვას,რომ ხელისუფლება არეულობის ხელშემწყობი ხდება და  ნებსით თუ უნებლიედ, ასრულებს ანტიქართულ ძალთა სურვილს, ქვეყნის დამანგრეველი “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე“ – აცხადებს „თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, რუსთავი-2-ის არსებობაზე მეტი ტრაგედიაა  ის,   რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს. ქართული   ტელევიზიები კი ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა აგიტპუნქტებად იქცნენ.

„დრომ დაადასტურა ბატონი რეზო ჩხეიძის გენიალური აზრი, რომ საჭიროა  ბრძოლა არა მიუღებელი პოზიციის ტელევიზიების წინააღმდეგ,არამედ მართალი,დემოკრატიული და ქართული ცნობიერების ტელევიზიისათვის… სწორედ ამ განწყობის წერილით მიმართა დიდმა რეჟისორმა  ბატონ ივანიშვილს, როცა  მან გადაწყვიტა მეცხრე არხის დახურვა.  სამწუხაროდ, ეროვნული კაცის კარგ წინადადებას იგნორირება გაუკეთეს.

სწორედ ამის შემდგომ  ბატონმა რეზომ ცნობილ მოღვაწეებთან ერთად დააფუძნა “ქართული ერთობის დარბაზი” და შექმნა ტელევიზია “ქართული” ,როგორც სააქციო საზოგადოება, სადაც 4 %-ზე მეტის მფლობელი არავინ შეიძლება იყოს.  მიმართა მთელ საზოგადოებას ნამდვილად სახალხო, მართალი და დემოკრატიული ტელევიზიის შექმნის თაობაზე აქციების თავისუფალი შეძენით.

სამწუხაროდ,საქართველოში ფულიანთა (არამარტო) აბსოლუტური უმრავლესობა (თუმცა, საბედნიეროდ, არა ყველა) ერთი კაცისკენ იყურება,იმას აკეთებს, რაც მას სურს (თუნდაც თვითონ სხვა აზრი ჰქონდეს)….რაც ხდება, სწორედ ამ ერთი კაცის გადაწყვეტილებაა, მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ტრაგედიაა იმაზე მეტი,ვიდრე რუსთავი-2-ის არსებობა საქართველოსათვის.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *