(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: დიდგორზე გამარჯვებით დიდმა მეფემ ევროპული ცივილიზაცია გადაარჩინა!

 

დღეს დიდგორობაა.„თეთრების“ ლიდერი საზოგადოებას „დიდგორობის“ დღესასწაულს ულოცავს. თემურ შაშიაშვილის განცხადებას „რეპორტიორი” გთავაზობთ:

დღეს დიდგორობაა-ქართველთათვის ეროვნული ღირსების დღე. გილოცავთ! 

ევროპას არ ახსოვს, ან არ უნდა ახსოვდეს, რომ დიდგორზე გამარჯვებით დიდმა მეფემ ევროპულიცივილიზაცია გადაარჩინა. ბედნიერებაა, როცა ცხოვრობ იმ განწყობით, რომ შენ დავითაღმაშენებლის შთამომავალი ხარ და იცი,რომ “თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდეპანტას!”

 დიდგორის მემორიალი ერთერთი გამორჩეულია მსოფლიოში. ვოცნებობ ისეთ დროზე, როცა იგიქართული ჯარის სულის ნაწილად იქცევა, როცა ქართველობა, საქართველოს შვილები და მეგობრები იამაყებენ ამ ადგილის დიდებით! 

სწორედ ამისთვის შექმნა იგი სწორუპოვარმა მერაბ ბერძენიშვილმა-ეროვნული სულის პლანეტარულად მოაზროვნე კაცმა.

 მინდა ვიფიქრო,რომ დავით აღმაშენებელის ძეგლი დაბრუნდება იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა საქართველოს პატრიარქმა აკურთხა. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, უნდა გავაკეთოთ ხალხმა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *