(reportiori.ge)თემურ შაშიაშვილი: მძიმეა, რასაც ვამბობ, მაგრამ ამის დამალვას ღმერთი არ გვაპატიებს…

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს იყო საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართულიქმედება, ეს იყო ქართულ – აფხაზურ ურთიერთობათა მტრობა, მეტიც – დიდი მტრობა. თუნდაციმიტომ, რომ შანსი მშვიდობიანი მოგვარებისა ჯერ კიდევ არსებობდა“, – ასე ეხმაურება პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების თარიღს.
„თეთრების” ლიდრი, რომელიც იმ პერიოდში ქუთაისის მერის პოსტს იკავებდა, იხსენებს ომის დაწყების მნიშვნელოვან მომენტებს. „თეთრების” ლიდერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„1992 წლის 15 აგვისტოს თბილისიდან სოხუმს გავემგზავრეთ (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) ბატონებიგოგა ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, დავით ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე და მე. სოხუმისგარეუბანში ე.წ. სამთავრობო რეზიდენციაში შევხვდით აფხაზეთის პარლამენტის ქართულ ჯგუფს,აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას დააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს, ბატონ გიაგვაზავას. იქ იყო ბატონი თენგიზ კიტოვანიც, რომელმაც, როგორც იქვე დადასტურდა, სახელმწიფოსაბჭოს დანარჩენ სამ ხელმძღვანელთან (ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი)შეუთანხმებლად მიიღო ეს დამანგრეველი გადაწყვეტილება.
ორმოცდაათამდე კაცს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს სამთავრობოტელეფონით დარეკა შევარდნაძემ. ყურმილი გოგა ხაინდრავამ აიღო. შევარდნაძე ითხოვდაკიტოვანთან დალაპარაკებას, რაზეც კიტოვანმა უარი განაცხადა: „ვიცი, მეტყვის, რატომ შეიყვანეჯარი და მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასო“…
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, ომი პრაქტიკულად დაწყებული იყო და მისი შეჩერება იმ ეტაპზეშეუძლებელი, რაც დადასტურდა ჩვენი შეხვედრის დროს აფხაზურ მხარესთან, რომლისშემადგენლობაში ვლადისლავ არძინბას გარდა ყველანი იყვნენ – აფხაზეთის მაშინდელი მინისტრთასაბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბაღაფში და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი.
მძიმეა, რასაც ვამბობ, მაგრამ ამის დამალვას ღმერთი არ გვაპატიებს. ისევე, როგორც ღმერთი არაპატიებს აფხაზურ მხარეს, თუ ისინიც არ მოინანიებენ, არ აღიარებენ ქართველებისა დასაქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების არაერთფაქტს. ღმერთი არ აპატიებთ იმასაც, თუ ყველაფერი სწორად და ზუსტად არ ითქმება ჟიულიშარტავას წამებით მოკვლასთან დაკავშირებით.
მხოლოდ სინანულს, გულწრფელობას, შეცდომათა აღიარებას შეუძლია აფხაზის, როგორც ეროვნებისგადარჩენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



