(reportiori.ge) თემურ შაშიაშვილი: ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს

news_71964პარტია თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილიგანცხადებით, საქართველოს დიდი უბედურება ისაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან. მისი თქმით, ქვეყანას რომ ეშველოს, აუცილებელია  გონება დაბრუნდეს პოლიტიკაში და ქუჩიდან მოსული ადამიანები აღარ მოხვდნენ  ხელისუფლების სათავეში.

შაშიაშვილის განცხადებით, 20 წელზე მეტია ქუჩიდან მოსულ ხელისუფლებებს ისევე  ქუჩიდან უპირისპირდებიან და ქუჩით ამარცხებენ.   შედეგად კი საქართველოა წაგებული.

მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ  არავითარი მომავალი ქუჩის პოლიტიკას საქართველოში არაქვს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გონიერი ადამიანები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში.უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თორმეტ ქვეყანაში 4 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქესშევხვდი  და ყოველთვის, როცა ამ თემაზე ვსაუბრობდი, შეხვედრების მონაწილეები ერთულოვნადმეთანხმებოდნენ.   დღეს ისევ არის პოლიტიკოსთა მცდელობა, ქუჩიდან წარმართონ პროცესები,რაზეც ჩვენ   მკაფიოდ ვაცხადებთ:  ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს”, – აცხადებსშაშიაშვილი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *