(ალია) საქართველოში ყველა ხელისუფლება ქუჩიდან მოვიდა

230153_146438125424912_4364975_nსაქართველოს დიდი უბედურება ისაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან. ემოციამ სძლია გონებას, – აცხადებს პარტია „თეთრების“ თლიდერი თემურ შაშიაშვილი, – ქვეყანას რომ ეშველოს, აუცილებელია გონება დაბრუნდეს პოლიტიკაში და ქუჩიდან მოსული ადამიანები აღარ მოხვდნენ ხელისუფლების სათავეში.

მისი თქმით, 20 წელზე მეტია ქუჩიდან მოსულ ხელისუფლებებს ისევე ქუჩიდან უპირისპირდებიან და ქუჩით ამარცხებენ. შედეგად კი საქართველოა წაგებული
„ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არავითარი მომავალი ქუჩის პოლიტიკას საქართველოში არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გონიერი ადამ იანები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თორმეტ ქვეყანაში 4 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს შევხვდი და ყოველთვის, როცა ამ თემაზე ვსაუბრობდი, შეხვედრების მონაწილეები ერთდულოვნად მეთანხმებოდნენ. დღეს ისევ არის პოლიტიკოსთა მცდელობა, ქუჩიდან წარმართონ პროცესები, რაზეც ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს“.

თეთრების პრეს-ცენტრი
17.08.2015წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *